უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 სექტემბერი, 2020 16:15
font-size

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მიმართავს. ჭიაბერაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩააგდო ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკური კრიზისში.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ჩაფლავდა კორონაკრიზისისი მართვაში, სწორედ ამიტომ გაიქცა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

„ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი, სადაც თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს$და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება, კეთილდღეობის ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, - „საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა უმუშევრობის, ფასების ზრდის, სიღარიბის თვალსაზრისით იყო კოვიდ კრიზისამდეც. 2019 წელს რეკორდულად იყო შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ეს ცხადად აჩვენებს,რომ საქართველოში ეკონომიკამ დაკარგა მიმზიდველობა. რამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები? რამ უნდა დაასტაბილუროს ლარი? რამ უნდა შეაჩეროს ფასების ზრდა, თუ ქვეყანაში არ შემოვა ინვესტიცია? ინტერესი$ბიძინა ივანიშვილის$არის ის, რომ არ შემოვიდეს ინვესტიცია.$ბიძინა ივანიშვილს$საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი, სადაც თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება, კეთილდღეობის ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ ვრჩებით ჭაობი, სადაც ადამიანებისთვის პერსპექტივა არ არის“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის თქმით, თურნავას განცხადებებია სრული უტიფრობაა.

„ქალბატონი ნათია, თქვენ მინისტრის მოადგილე იყავით შევარდნაძის მთავრობაში, მაღალი თანამდებობები გეკავათ 2003 წლიდან 2012 წლამდე, დღეს მინისტრი ბრძანდებით „ქართული ოცნების“ მთავრობაში. ახლა რასაც თქვენ ლაპარაკობდით ტრიბუნიდან 2008 წელთან დაკავშირებით, ამას ვოლსკი რომ ლაპარაკობს, ეს გასაგებია, ის ამას ლაპარაკობს მუდმივად, 10-12 წელიწადია, მაგრამ თქვენ, რომელიც მთავრობაში იყავით, ხედავდით როგორ დადიოდა კაბინეტიდან კაბინეტში გიორგი კანდელაკი, ქუთაისის აეროპორტი რომ გახსნილიყო და „ვიზეარი“ და „რაინეარი“ შემოსულიყო და მიუხედავად ამისა, ამას ტრიბუნიდან ლაპარაკობთ, უბრალოდ სირცხვილია. ოდესმე ხომ უნდა შევხვდეთ ან დერეფანში, ან ქუჩაში და თვალებში ერთმანეთს ხომ უნდა შევხედოთ? ასეთი უტიფრობა, რაც მე ახლა თქვენგან მოვისმინე, პირადად მე, ადამიანი, რომელიც დიდი ხანია გიცნობთ, გაოგნებული ვარ. ეს წარმოუდგენელია, რაც თქვენ აქედან ილაპარაკეთ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გიორგი ვაშაძე - საარჩევნო პროცესი მიდის გაუგონარი ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე, ამ ყველაფერმა არავინ შეგაშინოთ, მოდით არჩევნებზე

31 ოქტომბერი, 2020 , 17:40

საარჩევნო პროცესი მიდის გაუგონარი ძალადობისა და გაუგონარი ფიზიკური დაპირისპირების ფონზე. მოსყიდვა, დაპირისპირება და ზონდერ ჯგუფები, აი, ეს არის რეალობა, რაც ახლა ხდება არჩევნებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღ

ნიკა მელია - მივმართავ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება

31 ოქტომბერი, 2020 , 17:40

მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები

ბოლომდე უნდა გავანეიტრალოთ, ახლა არის საქმის ბოლომდე მიყვანის დრო - მიხეილ სააკაშვილი

31 ოქტომბერი, 2020 , 16:35

ბოლომდე უნდა გავანეიტრალოთ, ახლა არის საქმის ბოლომდე მიყვანის დრო –ამის შესახებ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა

ველოდები არაორპოლუსიან, არამედ მრავალპარტიულ პარლამენტს- გიორგი მარგველშვილი

31 ოქტომბერი, 2020 , 14:20

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ხელისუფლების ცვლილების მოლოდინშია. გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი ცოტა ხნის წინ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ის რიგები და მაღალი აქტივობა, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ნიშნავს

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში - ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი, 2020 , 21:06

მე „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომ

მიღებულია შესაბამისი ზომები არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად - ნათია მეზვრიშვილი

30 ოქტომბერი, 2020 , 19:06

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პანდემიის პირობებში მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო მთავარი თემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული