უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი გასული წლის 26 მაისს დაღუპულების სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრება 25.05.2012 22:46

პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გასული წლის 26 მაისს გამართული საპროტესტო აქციის დროს დაღუპულების სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრება.

როგორც ივანიშვილმა დღეს ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში განაცხადა, იგი ამ ადამიანების ხსოვნას პატივს აუცილებლად მიაგებს. ივანიშვილი გასული წლის 26 მაისის აქციის მონაწილეებს გმირებად მიიჩნევს.

“თუმცა პოლიტიკურ ლიდერს, ვინც ამ საქმეს ხელმძღვანელობდა, გაცილებით მეტი მოეთხოვებოდა, მხედველობაში მყავს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე’’, -განაცხადა ივანიშვილმა.