უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: ის რომ დღეს ქართველები თურქეთში სამუშაოდ მიდიან, სირცხვილია 16.06.2012 16:47

პოლიტიკური კოალიცია " ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქედის რაიონის სოფელ მახუნცეთის მოსახლეობას შეხვდა. ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობასთან კოალიციის გეგმებზე და ქვეყნის პრობლემებზე ისაუბრა.

"ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია არის ის, რომ ჩვენ სამუშაო ადგილის შოვნა არ შეგვიძლია. ის, რომ დღეს ქართველები თურქეთში სამუშაოდ მიდიან, სირცხვილია. საკუთარი სამუშაო ძალის ჩვენს სამშობლოში რეალიზაცია ვერ გაგვიკეთებია. ნებისმიერი ადამიანი, გარდა იმისა რომ ხელფასს ღებულობს, გარკვეულ ღირებულებას ქმნის, რომელიც არა სხვა ქვეყანას, არამედ ჩვენ სამშობლოს უნდა ხმარდებოდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე აქტივისტიც მივიდა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს სახელს სკანდირებდნენ.