უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროპარლამენტარები შეცდომაში შეიყვანეს 05.07.2012 22:59

კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროპარლამენტარები შეცდომაში შეიყვანეს. -ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს აშშ–ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ის ევროპარლამენტში გამართული დებატებით კმაყოფილია, რუსულ ფულთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება კი სააკაშვილის მეგობარი პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გუშინ გაიმართა.