უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: რუსეთში არსებული ჩემი აქტივები სრულად მაისის ბოლომდე გაიყიდება 11.05.2012 12:33

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში მოქმედი მისი კუთვნილი კომპანიის “როსისკი კრედიტის” გაყიდვის ფაქტს ადასტურებს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რუსეთში არსებული დანარჩენი აქტივები მაისის ბოლომდე სრულად გაიყიდება.

„ძალიან მაინტერესებს, ამის მერე რაღას იტყვის ჩემზე „რუსთავი2“, „იმედი“ „პირველი არხი“ და რუსეთთან ჩემს ურთიერთობას რა კუდს მოაბამენ, როცა ამ ქვაყანასთან აღარაფერი დამაკავშირებს?“,–განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტებს ურჩია, მაისის ბოლომდე კარგად მოიფიქრონ, მისი ქონების გაყიდვის შემდეგ, რა ახალ ბრალდებას წაუყენებენ მას.

როიტერის ინფორმაციით, ივანიშვილმა თავისი რუსული ბანკი „როსიისკი კრედიტი“ კერძო ინვესტორების ჯგუფს 352 მილიონ დოლარად მიჰყიდა.