უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 თებერვალი, 2024 11:52
font-size

ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც, პრაქტიკულად, ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები და შექმნა ძალიან ძლიერი ერთობლივი მექანიზმი - მამუკა მდინარაძე

ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც, პრაქტიკულად, ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები და შექმნა ამ სტრუქტურების ძალიან ძლიერი ერთობლივი მექანიზმი. თუკი ვინმე ოდნავ მაინც ჩახედულია ამაში, ყველამ იცის, რამდენად აწყობილი პარტიული სისტემა გვაქვს „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ინტელექტსა და გონებრივ შესაძლებლობებზე ალბათ ყველას ობიექტური წარმოდგენა აქვს, პოლიტიკურ მტერსაც და მოყვარესაც.

„ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც, პრაქტიკულად, ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები და შექმნა ძალიან ძლიერი ერთობლივი მექანიზმი ამ სტრუქტურებისა, რომელსაც, როგორც პარტიას, პიარული გადმოსახედიდან კი არა, ამ სტრუქტურების თვალსაზრისითაც ძალიან ძლიერი პარტია ჰქვია. თუკი ვინმე ოდნავ მაინც ჩახედულია ამაში, ყველამ იცის, რამდენად აწყობილი პარტიული სისტემა გვაქვს „ქართულ ოცნებაში“. ეს ერთი; მეორე – მის ინტელექტზე და გონებრივ შესაძლებლობებზე ალბათ ყველას ობიექტური წარმოდგენა აქვს, პოლიტიკურ მტერსაც და მოყვარესაც, ამაზე აღარ გავაგრძელებ და ადამიანი, რომელიც უზომოდ შეყვარებულია თავის ქვეყანაზე და მის პატიოსნებაზეც ასევე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებით შემიძლია, ვილაპარაკო. დღეს მოვისმინე, მენეჯმენტის და ეკონომიკური მიმართულებით არ აქვსო გამოცდილება. წარმოიდგინეთ, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ადამიანი, იყო პარტიის ხელმძღვანელი, რომელმაც ეს სტრუქტურები ნულიდან ააწყო. მენეჯერული გამოცდილების არქონა რას ჰქვია, რაღაც ხომ უნდა მოიგონო, ასეთი რომ თქვა. უფრო პარადოქსული იყო იმის თქმა, რომ ამ ადამიანს ეკონომიკური მიმართულებით არ აქვს გამოცდილება. ამ ხალხს რა ჰგონია საპარლამენტო საქმიანობა, მაგალითად, პარტიული საქმიანობა, პროგრამაზე მუშაობა. ერთ-ერთი მთავარი ავტორია კონსტიტუციის, საარჩევნო პროგრამების და ა.შ. და ამ კაცზე ამბობენ, რომ მას არ აქვს ეკონომიკის მიმართულებით გამოცდილება და ცოდნა. ამას ძალისხმევა ხომ სჭირდება, ეს გაბედო და თქვა. წარმოუდგენელი არგუმენტებია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს კარგია, როცა მეტი არგუმენტი არ გაქვს და მოგონილი არგუმენტის ამ ხარისხს მიაღწევ, რომ არგუმენტში ეს სიგიჟე თქვა. ალბათ ეს უკვე ადასტურებს თავის მხრივ, რომ მის წინააღმდეგ რეალური არგუმენტები ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი