პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშებს ინკასო დაედო.
კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური სუბიექტების მსგავსად, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაყადაღებულ ანგარიშებს ინკასო დაედო. კოალიცია “ქართული ოცნების” პრესსამსახურის განცხადებით, აღსრულების პროცედურა პარტიის ანგარიშებზე დღეს დაიწყო, რის გამოც პოლიტიკურ სუბიექტს წინასაარჩევნო აქტივობებისთვის ფინანსური ოპერაციების განხორციელება შეეზღუდა.
მათივე ცნობით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღამასრულებელმა მდივანმა ნოდარ ხადურმა საბაჟო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო თანხა - 330 ლარი, პირადი სახელფასო ანგარიშიდან გამოიტანა.
“ამჟამად საარჩევნო ბლოკ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ფინანსური ანგარიშები დაყადაღებულია, რის გამოც ბლოკს სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება არ ეძელევა”, _აცხადებენ ქართულ ოცნებაში
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პოლიტიკური პარტიები და თავად საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნებაც” 2 383 097 ლარით დააჯარიმა.
დაჯარიმების მიზეზი შპს “მენეჯმენტ სერვისისგან” უსასყიდლო მომსახურების მიღების ბრალდება გახდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა კოალიციაში შემავალ პარტიებზე თანაბრად გადანაწილდა, თუმცა პარტიებმა ჯარიმის გადახდაზე უარი განცხადეს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ.



















