უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

4 მაისი, 2021 11:00
font-size

ბილ და მელინდა გეითსები განქორწინდნენ

ბილ და მელინდა გეითსები 27-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდებიან. კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა და მისმა მეუღლემ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელეს.

„ხანგრძლივი ფიქრისა და ჩვენს ურთიერთობაზე დიდი მუშაობის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულოთ ჩვენი ქორწინება. ბოლო 27 წლის განმავლობაში, ჩვენ აღვზარდეთ სამი შესანიშნავი შვილი და შევქმენით ფონდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მოსახლეობას საშუალებას აძლევს იცხოვრონ ჯანმრთელი და პროდუქტიული ცხოვრებით. ჩვენ კვლავ ვიზიარებთ საერთო რწმენას ფონდის მისიისადმი, შესაბამისად, ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას აქ, თუმცაღა, გვჯერა, რომ ცხოვრების შემდეგ ეტაპზე როგორც წყვილი ვეღარ განვვითარდებით…“ – ვკითხულობთ მელინდა და ბილ გეითსების ერთობლივ განცხადებაში.

ბილ გეითსის წმინდა ქონება $124 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. Forbes-ის მილიარდერების სიაში იგი მეოთხე ადგილს იკავებს. მელინდა გეითსი კი ყველაზე გავლენიანი ფილანტროპი ქალია, Forbes-ის გავლენიანი ქალების 2020 წლის სიაში ის მე-5 ადგილს იკავებს.

განქორწინებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი