უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

30 მაისი, 2019 11:45
font-size

ბილაინი მომხმარებელს NBA-ს საერთაშორისო ლიგის აბონემენტის შეძენას სთავაზობს

ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, მომხმარებელს სთავაზობს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) საერთაშორისო ლიგის აბონემენტზე წვდომას, რაც გულისხმობს NBA-ს ნებისმიერი თამაშის ყურების შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს.

საერთაშორისო ლიგის აბონემენტის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, NBA-ს თამაშებს მაღალი, მათ შორის HD ხარისხით უყუროს, მიიღოს შედეგები რეალურ დროში, უყუროს თამაშებს როგორც კომპიუტერის, ისე მობილურის მეშვეობით, მათ შორის ნახოს ყველა საკვალიფიკაციო და ფინალური მატჩი, ასევე, All Star თამაში. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს წლიური, ერთი თვის, ერთი თამაშის ან 10 წუთის ხანგრძლივობის აბონემენტი. წლიური აბონემენტის შემთხვევაში, მომხმარებელს წვდომა აქვს თამაშის ანალიტიკასა და დოკუმენტურ მასალაზე და ერთდროულად რამდენიმე თამაშის ყურება შეუძლია. გარკვეულ დროს, აბონემენტის შეძენა სპეციალურ ფასადაა შესაძლებელი, რასაც ბილაინის მომხმარებელი აუცილებლად შეიტყობს. დღეს, 30 მაისს, NBA-ს ფინალური მატჩები იწყება და ხსენებული აბონემენტის შეძენა მომხმარებელს 30%-იანი ფასდაკლებით შეუძლია.

ბილაინი მომავალშიც გეგმავს მსგავსი პროდუქტების წარდგენას იმისთვის, რომ მის მომხმარებელს ყოველთვის ჰქონდეს ინფორმაცია და წვდომა მსოფლიოში წამყვან ინტერნეტ რესურსებსა და აპლიკაციებზე.

NS

საკვანძო სიტყვები:

სწრაფი სესხები

14 ივნისი, 2019 , 14:07

სწრაფი ონლაინ სესხები ქართულ ფინანსულ ბაზარზე საკმაოდ ახალი პროდუქტია, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს სასურველი თანხა სახლიდან გაუსვლელად, ძალიან სწრაფად და დღისა თუ კვ

დედა დათვი ბელებით ფშავში

14 ივნისი, 2019 , 11:02

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი „ფეისბუქში“ ავრცელებს დათვისა და ბელების ვიდეოს, რომელიც ფშავის უბანშია გადაღებული. „დედა დათვი ბელებით – გადადიან ყირაზე და უკანა თათებზე დგებიან პატარა ბ

როგორ შევარჩიოთ აუზი აგარაკისთვის - გასაბერი თუ კარკასული?

12 ივნისი, 2019 , 11:17

ზაფხული დადგა, ტემპერატურამ იმატა და მოსახლეობის უმრავლესობა დასასვენებლად აგარაკებისა და სოფლებისკენ გაემართა. სიცხესთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება  წყალია. როდესაც ქალაქის ცხელი ჰავისგან დაღლილს გინდა

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” - ქართული კინო შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე

10 ივნისი, 2019 , 15:10

15-25 ივნისს აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის – დიტო ცინცაძის ფ

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა

10 ივნისი, 2019 , 15:10

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს და ხვალ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლ

გიგანტური კუ ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს

10 ივნისი, 2019 , 13:30

სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გიგანტური კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში, ბუნებრივ გარემოში გაუშვეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წ

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!