უახლესი ამბები
- 18.03.2024 18:24იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- 18.03.2024 18:15საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
არქივი
მოზაიკა
ბილაინი რეგიონის უმნიშვნელოვანესი რეკლამის ფესტივალის Ad Black Sea -ს პარტნიორია
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი Ad Black Sea 2019 -ის პარტნიორია. რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მეხუთე წელია ტარდება, დღეს იღებს სტარტს ბათუმში და 21 სექტემბრამდე გრძელდება. Ad Black Sea 2019 -ის ფარგლებში ბილაინი, ფესტივალის მონაწილეებისთვის ჩანახატების კონკურსს ატარებს, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოების ცერმონიაზე, 21 სექტემბერს დასახელდებიან.
Ad Black Sea -ს ტრადიციულად ესწრებიან ქართული და საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები. წელს დამსწრეთა რიცხვი რეკორდულია - 800 მეტი დელეგატი, 17 სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც საკონკურსო, ისე საგანმანათლებლო და „ნეთვორქინგის“ ნაწილი. საკონკურსო განაცხადებს რეკლამის სფეროში მოღვაწე მსოფლიო დონის პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს.
NS