უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივლისი, 2019 13:10
font-size

ბილაინის მხარდაჭერით თავისუფალ უნივერსიტეტში ჰაკათონი ჩატარდა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრის, ბილაინის მხარდაჭერით, თავისუფალ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის კამპუსში ჰაკათონი სახელწოდებით „სულ სხვა ჰაკათონი“ ჩატარდა.

„სულ სხვა ჰაკათონის“ ორგანიზატორი ახალგაზრდული გაერთიანება EUhack-ია, რომელიც ხელმძღვანელობს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებს და ორიენტირებულია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაზე. მარათონში ტრადიციულად მონაწილეობა მიიღეს ახალგზრდა ინჟინრებმა, პროგრამირების სპეციალისტებმა, დეველოპერებმა და დიზაინერებმა, რომლებიც გაერთიანდნენ ერთი იდეის გარშემო - შექმნან ინოვაციური პროდუქტი ან განავითარონ უკვე არსებული.

„სულ სხვა ჰაკათონი“ განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და ნაცვლად 48 საათისა, დაახლოებით 27 საათი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მონაწილეებმა შეიმუშავეს იდეა, მისი განხორციელების გზა და ჟიურის წინაშე წარადგინეს. ფინალში გადასულ მონაწილე გუნდებს უკვე დაევალათ საკუთარი იდეების განხორციელება, პროტოტიპების შექმნა და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა. ჰაკათონის პირველი ეტაპი 29-30 ივნისს გაიმართა და მასში 180-მდე მონაწილე იყო ჩართული. გამოვლენილი 11 ფინალისტი კი 14 ივლისს წარსდგა ჟიურის წინაშე და 3 საპრიზო ადგილი გაინაწილა:

-პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა Wave Tech ხელთათმანის შექმნისთვის, რომლის მეშვეობითაც უსინათლო ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია აკრიფოს შეტყობინება და გააგზავნოს;

-მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Cash Flow, რომელმაც შექმნა აპლიკაცია და ვებგვერდი საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაზრდისა და მათთვის ინოვაციური მომსახურებების შეთავაზებისთვის;

-მესამე საპრიზო ადგილი კი დაიკავა გუნდმა კოკო - აპლიკაცია, რომელიც ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს მცენარეების დარგვისა და მოვლის მსურველებს.

NS

რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს

17 იანვარი, 2020 , 17:15

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ჰყავს - კარლო კოპალიანი 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას. ის ამ თანამდებობაზე პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც სტუ-ის ადმინისტ

რატომ უნდა თქვას საპროკურორო საბჭომ უარი გენპროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევაზე

17 იანვარი, 2020 , 15:38

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საპროკურორო საბჭოსათვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება და მიაჩნია, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევა იქნ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

17 იანვარი, 2020 , 14:33

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს. პ

`MATKA 2020`-ზე საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“ დასახელდა

17 იანვარი, 2020 , 14:29

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020” საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. ამის შესახე

მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო ხელბურთელი დააჯილდოვა

17 იანვარი, 2020 , 14:18

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა, - შეხვედრა 24:24 დასრულდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს

დავით სერგეენკო: ცე ჰეპატიტის პროგრამა ზეპარტიულია

16 იანვარი, 2020 , 15:42

"ცე ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ყოფილმა მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`