უკან

ეკონომიკა

26 დეკემბერი, 2016 17:15
font-size

„ბილაინმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ორი ლიცენზია 14 499 878 ლარად შეიძინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს, 23 დეკემბერს გამართულ სხდომაზე შპს „მობიტელმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ორი ლიცენზია აუქციონის წესით 14 499 878 ლარად შეიძინა.

კომუნიკაციების კომისიამ 2016 წლის 8 ნოემბერს შპს „მობიტელის“ განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გასაცემად ორი აუქციონი გამოაცხადა. აუქციონზე გამოტანილი იყო 2100 მგჰ სიხშირულ დიაპაზონში ორი - 2x5 მგჰ სიხშირული ზოლი. აუქციონში რესურსით სარგებლობის თითოეული ლიცენზიის საწყისი საფასური 6 904 704 ლარს შეადგენდა. აუქციონზე ერთი ბიჯის ოდენობა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე - 345 235 ლარი იყო.

აუქციონში მხოლოდ შპს „მობიტელი“ მონაწილეობდა, კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სააუქციონო სხდომაზე დაადასტურა ლიცენზიებით სარგებლობის საწყისს საფასურებს (6 904 704 ლარი) დამატებული ერთი ბიჯის ოდენობის (345 235 ლარი) გადახდის მზადყოფნა.

შპს „მობიტელი“ ორივე ლიცენზიით სარგებლობისთვის აუქციონზე დაფიქსირებული თანხის, 14 499 878 ლარის 30%-ს (4 349 963 ლარს და 40 თეთრს) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთი თვის ვადაში ჩარიცხავს, დარჩენილ თანხას კი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ერთი წლის ვადაში დაფარავს.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი