უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აგვისტო, 2016 13:15
font-size

Biltmore Hotel Tbilisi-ს მუშები საპროტესტო აქციას მართავენ

სასტუმრო ბილთმორ თბილისის მუშები სასტუმროს შესასვლელთან საპროტესტო აქციას მართავენ.

სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ ხელფასის დავალინების გადახდაზე ხელმძღვანელობა უარს ეუბნება.

აქციის მონაწილეების თქმით, სასტუმროს მფლობელის შეიხის ვიზიტისთვის მათ ერთი თვის დავალიანება დაუფარეს და სრულად თანხის დაფარვას საქართველოდან შეიხის წასვლის შემდეგ დაპირდნენ, თუმცა ამ დრომე მათ კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ.

„150-მდე კაცია დაზარალებული. ვინც არის დაზარელებული აქ არის. არავის არ აქვს აღებული ბოლო ხელფასი. ზოგს ორი თვის ხელფასი არ აქვს აღებული. გვეუბნებიან, რომ თურქებისგან აიღე, თურქს მოსთხოვე. თურქს რა მოვსთხოვო მე? აქ ვიმუშავე, „დავი გრუპში“ ვიმუშავე. აქ არის მთელი უფროსობა და გარეთ არავინ არ გამოდის და პასუხს არ გვაძლევნ. ვის მოვსთხოვოთ? მოვიდეს მთავრობა და დაგვიდგეს გვერდზე. არაბეთი ხომ არ არის ხალხი მონასავით რომ ამუშავო და ფული არ გადაიხადო. მიჩვეულები არიან ესენი. ჩვენი შვილების ლუკმა ვის უნდა შევარჩინოთ. ყველას ვალები აქვს და ბანკში არიან შესულები. ხალხს თავისი ნამუშევარი უნდა“,- განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ელშად მამედოვმა.

შეგახსენებთ, რომ Biltmore Hotel Tbilisi 31 ივლისს გაიხსნა და იგი სტუმრებს სექტემბრიდან მოემსახურება.
სასტუმრო არაბეთის გაერთიანებული ემირატების ინვესტიციით აშენდა და მასში 140 მილიონი დოლარი ჩაიდო.

ბილთმორი ლუქს-კლასის სასტუმროების ბრენდია, რომელმაც საქართველოში Millennium & Copthorne-ის პირველ წარმომადგენლობა გახსნა.

Millennium & Copthorne Hotels მსოფლიოში 120 სასტუმროს მფლობელი, აქტივების ან ბიზნესის მმართველია.

ემირატების “დაბი ჯგუფს” (Abu Dhabi Group) საქართველოში უკვე ორი მსხვილი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს — “ბილთმორ თბილისი” და “ტერაბანკი”.

მონიკა დავლიანიძე

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი