უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
- 19.04.2024 15:06ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა
არქივი
საზოგადოება
ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან
ჯივიპის გადაწყვეტილებით სემეკის მიერ ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალურ განცხადებაშია საუბარი.
,,საქართველოს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის საჯარო სხდომის გადაწყვეტილებით დაწყებულია მუშაობა რეგულაციებზე, რომელიც გულისხმობს ახალი მიდგომების შემუშავებას იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც საკუთარებაში არსებულ სახლებს ან ბინებს დღიურად აქირავებენ AirBnB-ს, Booking.com-ის ან სხვა მსგავსი ონლაინ პლატფორმების საშუალებით.
აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სემეკის ახალი რეგულაციების შემუშავებამდე ამ ტიპის მომხმარებლებს არ დაერიცხებათ გადასახადი არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ახალი რეგულაციების ოფიციალურად ძალაში შესვლამდე მათ კომპანია საყოფაცხოვრებო ტარიფს დაარიცხავს“, - ნათქვამია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებაში.