უკან

საზოგადოება

24 ოქტომბერი, 2016 15:40
font-size

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხროციელებულ პროექტებზე 191 941 ლარი დაიხარჯა

გლდანის რაიონის მასშტაბით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 9 სხვადასხვა მისამართზე, 3201 კვ.მ ფართობზე, განახლდა კორპუსის სახურავი, 11 ობიექტზე მოხდა ლიფტის რეაბილიტაცია, 1 ობიექტზე მოწესრიგდა შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემა, 2 კორპუსს ჩაუტარდა სართულ შორის ნაპრალების რეაბილიტაცია, 6 ობიექტზე მოეწყო წყალსაწრეტი მილები და 1 ობიექტზე დამონტაჟდა სადარბაზოს მეტალის კარი. აღნიშნული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობამ, ბიუჯეტიდან, 191 941 ლარი გამოყო, აანობეს მედიანიუსს თბილისის მერიიდან.

,,ბოლო ორი თვის განმავლობაში, ყოველკვირეულად ვხვდებოდი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებს, რა დროსაც, დაახლოებით 300-მდე კორპუსის თავჯდომარეს შევხვდი. შეხვედრებზე განვიხილავდით თითოეული კორპუსის პრობლემებს, საჭიროებებს და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად ვმსჯელობდით. მსგავსი შეხვედრები გვეხმარება იმაში, რომ პროექტების მიზნობრიობა სწორად განსაზღვროთ. ნოემბრის თვიდან წლის ბოლომდე კვლავ ვაპირებ ცალკეულ კორპუსებში სტუმრობას, რათა ახალი ბიუჯეტის ფორმირებისას მაქსიმალურად სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები,’’ - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაობი კიდევ არა ერთ მისამართზეა დაგეგმილი. კერძოდ, უახლოეს პერიოდში 14 კორპუსის სახურავი განახლდება, 4 ობიექტზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლიფტს, 2 მისამართზე დამონტაჟდება მეტალის კარი, 3 მისამართზე მოწესრიგდება წყალ-კანალიზაციის სისტემა, 2 ობიექტზე საერთო სარგებლობის კიბეებს აღადგენენ, 2 კორპუსის სართულ შუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდება და 4 ობიექტზე მოეწყობა წყალსაწრეტი მილები. სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობა, , 200 000 ლარამდე გამოყოფს.

გლდანის რაიონის გამგეობამ 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემები შეაჯამა. ამ მონაცემების მიხევდით, 1 450 305 ლარით, 162 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა დაფინანსდა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი