უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 ივნისი, 2017 12:00
font-size

„ბირჟა მაფიას“ რეპერების მათ დაკავებას ინტერნეტით გავრცელებულ მუსიკალურ კლიპს უკავშირებენ

სახალხო დამცველი „ბირჟა მაფიას“ რეპერების დაკავებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

„2017 წლის 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ რეპერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).“ თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახის წევრებმა აღნიშნულ ფაქტი თავიდანვე დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ მუსიკალურ კლიპს, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პერსონაჟი ჩანს; ერთ მონაკვეთში კი მას ძაღლის საყელური უკეთია. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე იგივე აღნიშნა ორივე ბრალდებულმა. კერძოდ, მიხეილ მგალობლიშვილის თქმით, „გადავწყვიტეთ ერთ-ერთი სიმღერით გაგვეშარჟებინა პოლიცია, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა აგრესია [...] დავფარე პოლიციელი მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ პოლიციელებისგან მოდიოდა საშიშროება, ვიფიქრეთ, რომ ეს საკმარისი იყო [...] გადამიყვანეს კაპაზეში, მითხრეს [...] ვიღაც ძალიან გააღიზიანეო, გადამიყვანეს რაღაც ოთახში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ აი, ვისაც არ უყვარს პოლიციელი. არ მალავდნენ რომ ამ კლიპზე იყო საუბარი, მკითხეს შენ ხარ ავტორიო და ვუთხარი რომ კი, შემეშალა. მეუბნებოდნენ რომ მეღიარებინა, რომ მეთქვა რომ ჩემი იყო ნარკოტიკი და მოხმარებისთვის მინდოდა.“ ხოლო მეორე დაკავებულის, გიორგი ქებურიას თქმით: „მაძალებდნენ აღიარებით ჩვენებას და მეუბნებოდნენ, რომ აღიარების შედეგად ჯარიმით გამოვიდოდი. ეს ყველაფერი მოჰყვა კლიპს, რომელშიც პოლიციისთვის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაშია გამოყვანილი მსახიობი. ამას ვერ მალავდნენ. ჩემთვის უცნობმა პირმა მომაყენა შეურაცხყოფა და მაგინებდნენ, რა გემღერებოდა, ახლა ვნახოთ, როგორ იმღერებო.“

აღსანიშნავია, რომ youtube-ზე 4 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოში, პოლიციელის პერსონაჟი მართლაც იმგვარადაა დაბურული, რომ მისი გარჩევა საერთოდ შეუძლებელია, რაც აძლიერებს ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გამოთქმულ ვერსიას.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლიპის შინაარსი და გამოყენებული ვიზუალი გამოხატვის თავისუფლებით სრულადაა დაცული. ამავდროულად, როგორც ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტი, ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 23–ე მუხლის მე–2 პუნქტითაც, რომლის მიხედვით, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.“ არავინ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ზეწოლას თავისი უფლებით სარგებლობის გამო. ასევე, დაუშვებელია ყოველგვარი ხელშეშლა უფლებით სარგებლობაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153–ე მუხლით დასჯადია სიტყვის თავისუფლების ხელყოფა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, დანაშაულს წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უაღრესად საყურადღებოა ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაკავების სხვა შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით, მათ შორის, კლიპის ნაწილში. შესაბამისად, აუცილებელია ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება და მისი დროულად, სრულყოფილად და ობიექტურად წარმოება.

სახალხო დამცველი ყურადღებით მიადევნებს თვალს მოცემულ საქმეს და საკუთარ შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის“.- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სასამართლომ ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

15 ნოემბერი, 2018 , 16:35

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ნ.გ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამა

დანაშაულის პრევენციის ცენტრი კვლავ თავს არიდებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას - საია

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თამაზ ახობაძის საქმესთან დაკავშიებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრი კვლავ თავს არიდებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულ

მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოს სხდომა 4 დეკემბრისთვის გადაიდო

15 ნოემბერი, 2018 , 13:20

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოს დღევანდელი სხდომა 4 დეკემბრისთვის გადაიდო. საქმის მოსამართლემ, ლელა ნოზაძემ პროცესის დაწყებამდე განმარტა, რომ დღეს სა

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, გამოძალვისა და სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვასა და გავრცელებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

15 ნოემბერი, 2018 , 13:20

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, გამოძალვისა და სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვასა და

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. „სერგო თეთრაძის საქმეზე“ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა

14 ნოემბერი, 2018 , 14:55

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 24 აპრილს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამნაშავედ არის ცნობილი სერ

პროკურატურამ ორი პოლიტპატიმრის საქმე დაასრულა, 3 დაზარალებულ მოქალაქეს კი უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება

14 ნოემბერი, 2018 , 14:35

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლება

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`