უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივნისი, 2017 16:50
font-size

„ბირჟა მაფიის“ წევრი გიორგი ქებურია 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრი გიორგი ქებურია 20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

მანამდე გაათავისუფლეს ჯგუფის მეორე წევრი, მიშკა მგალობლიშვილი. მას 50 000-ლარიანი გირაო (უძრავი ქონების გარანტიით) აქვს შეფარდებული.

ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ივნისს დააკავეს. 9 ივნისს საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯგუფის წევრების თქმით, მათი დაკავების მიზეზი გახდა კლიპი „tsl shavi zeda“, სადაც პოლიციელი იყო გაშარჟებული.

დაკავების ფაქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მასშტაბური აქცია-მსვლელობა რუსთაველის მეტროდან თბილისის პარლამენტამდე. შეკრებილებმა მოითხოვეს მუსიკოსების გათავისუფლება და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. აქციის მსვლელობისას გახდა ცნობილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა მიმართა პარლამენტს, რომ დაჩქარებული წესით იყოს მიღებული კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ.

რეპერების დაკავებას ასევე გამოეხმაურა ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მან თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურადაა შესაცვლელი“, ხოლო მუსიკოსების შეთხვევაში ყველა ადეკვატურად დაისჯება.

მუსიკოსებს სოლიდარობა გამოუცხადა ბერა ივანიშვილმაც.

ანა მებურიშვილი

,,ძალა ერთობაშია“ პროკურატურასთან იბერია ტვ-ს მხარდამჭერ აქციას გამართავს

24 სექტემბერი, 2018 , 13:25

მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია“ არასამთავრობო სექტორთან ერთად პროკურატურის შენობასთან დღეს აქციას გამართავს. შეკრებილები ტელეკომპანია ,,იბერიას“ მხარდაჭერას უცხადებენ. აქციის მონაწილეები ქვეყნის მთავარი საგამოძიებ

პროცესი შეჩერდა და არ ვაპირებთ ამ პროცესის თავიდან დაწყებას ან გაგრძელებას - ეკა ბესელია კანაფის კულტივაციაზე

24 სექტემბერი, 2018 , 13:10

პროცესი შეჩერდა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესის თავიდან დაწყებას ან გაგრძელებას, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას.

თურქეთის ავიახაზები ზამთრის აქციას აცხადებს

24 სექტემბერი, 2018 , 13:10

თურქეთის ავიახაზები აცხადებს ზამთრის აქციას „ვინგო“ და მომხმარებელს სთავაზობს ხელსაყრელ ფასებს სტაბულის მიმართულებით. აქციის წესების თანახმად, ორმხრივი ბილეთის ფასი იწყება 359* ლარიდან და ფრენა შესაძლებელია თ

პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

24 სექტემბერი, 2018 , 11:05

სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მინისტრის, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და მისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს.  „სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულ

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკოლოგიურ საკითხებზე გამკაცრებულ რეგულაციებს ითხოვენ

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SoS მოწამლული ჰაერი“ იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ გამკაცრებული ტექდათვალიერების აღსრულებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, საწვავშ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`