საზოგადოება


„ბირჟა მაფიის“ წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმება - რეპერის დედა
„ბირჟა მაფიის“ წევრის, გიორგი ქებურიას დედის, ლელა რეხვიაშვილის განცხადებით, ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმება. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რეხვიაშვილის თქმით, იგეგმება ნარკოტიკის ჩადება.
„როგორც ჩანს, ამან შეაშფოთა გარკვეული პირები. იგეგმება ახალი პროვოკაცია გიორგისა და მიშიკოს მიმართ. მათ უნდათ, განმეორებით მოაწყონ ეს სანახაობა, კიდევ მოხდეს ნარკოტიკის ჩადება, მაგრამ არა იგივე ჯგუფის მიერ, არამედ სხვა შერჩეული ჯგუფის მიერ“, - განაცხადა რეპერის დედამ.
გარდა ამისა რეხვიაშვილი შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, „ბირჟა მაფიის“ კლიპი, სადაც პოლიციელი იყო გაშარჟებული, „არის მთელი სისტემის დაკნინების მცდელობა“.
„თქვენ ისეთი გაბრაზებული ლაპარაკობდით იმ დღეს, ისეთი გაცოფებული იყავით, რომ უკვე ეჭვებს აღარ ტოვებთ, რომ ზუსტად ამიტომ დაიჭირეს ეს ბიჭები, ზუსტად იმიტომ, რომ თქვენ გაბრაზდით, ზუსტად იმიტომ, რომ შეურაცხყოფილად იგრძენით თავი“, - მიმართა მღებრიშვილს ლელა რეხვიაშვილმა.
გიორგი ქებურიას თქმით, მღებრიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ აჩენს ეჭვს, რომ რეპერები კლიპის გამო დაიჭირეს.
„მე ახლაც კი არ გავაკეთებ ზუსტ განცხადებას, რომ მინისტრმა ეს იცოდა და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ვთვლი, რომ მინისტრი უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, როცა გამოდის და დაუმთავრებელი გამოძიების პირობებში ამბობს, რომ ვართ კრიმინალები, ამბობს, რომ ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ის რომ ბირჟა მაფიის თემაზე საუბრისას ის იწყებს კლიპზე ლაპარაკს, ეს ეჭვს ბადებს“, - თქვა რეპერმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ამირან გამყრელიძე - კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე
13 აპრილი, 2021 , 16:40
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
13 აპრილი, 2021 , 13:34

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
13 აპრილი, 2021 , 12:07

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
13 აპრილი, 2021 , 11:13

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
13 აპრილი, 2021 , 10:59

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
13 აპრილი, 2021 , 10:49