უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 თებერვალი, 2020 15:50
font-size

ბიუჯეტის ხელის ხლება სერიოზული დანაშაულია, ამისთვის ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაისაჯნენ - გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ბიუჯეტის გაფლანგვა მძიმე დანაშაულთან არის გათანაბრებული, რისთვისაც ბევრი ხალხია დასჯილი, მათ შორის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"დასავლეთში და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, რომ ბიუჯეტის ხელის ხლება სერიოზული დანაშაულია, იმდენად დიდი, რომ ის გათანაბრებულია ყველაზე მძიმე დანაშაულთან და ასეთი დანაშაულისთვის საკმაოდ ბევრი ხალხია დასჯილი, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. რასაკვირველია, პროკურატურას ამ თემასთან დაკავშირებით, ვერ ექნებოდა კომპრომისი ვერანაირად, რომელი პროკურატურაც არ უნდა ყოფილიყო. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას საქმე 2013 წლიდან არ შეჩერებულა. ანალოგიური ბრალდებით, თუმცა გაცილებით ნაკლებ თანხებთან დაკავშირებით, დაკავებული არიან ასევე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაბამისად პროკურატურა გიგი უგულავას საქმეზე კომპრომისს ვერ დაუშვებდა.

„მე, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს საქმე არ შეჩერებულა 2013 წლიდან მოყოლებული და ამასთან დაკავშირებით, პროკურატურა სხვას ვერაფერს გააკეთებდა. გამომდინარე იქედან, რომ გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ კონკრეტული ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე თუ მოადგილეები დაკავებულები არიან გაცილებით ნაკლები თანხის გაფლანგვის გამო და შესაბამისად, პროკურატურა კომპრომისს ვერ დაუშვებდა იმის გამო, რომ იქ პოლიტიკური თემაც რასაკვირველია არსებობს.

დაძაბულობის თავიდან აცილება იმ მეთოდით, რომ თვალი დაეხუჭა საგამოძიებო სტრუქტურას 50 მილიონის გაფლანგვაზე, ესეც არ დარჩებოდა უყურადღებოდ და დამიჯერეთ, სწორედაც ეს იქნებოდა საზოგადოებაში ძალიან სერიოზული მსჯელობის საგანი. განსაკუთრებით, სწორედ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებში და ახლობლებში, რომლებიც დაკავებული არიან გაცილებით ნაკლები თანხის გაფლანგვისთვის. ასე რომ აქ საერთაშორისო გამოცდილებაც აშკარად მიგვითითებს, რომ კომპრომისი ამ თემაზე პოლიტიკური გარემოებების გამო არ შეიძლება იქნეს დაშვებული“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სააკაშვილს, წამოცდენა იყო თუ რა იყო, 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში - ირაკლი კობახიძე დავით გარეჯზე

30 სექტემბერი, 2020 , 17:05

ჩვენ საერთოდ არ ვერევით ამ საკითხში. ერთადერთი ჩვენი მოწოდება არის ის, რომ მაქსიმალურად დაიდოს ყველა მონაცემები თუ რა მოხდა რეალურად ამ ყველაფერზე, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა კითხვას და

თუ ასეთი ცუდები ვართ, რატომ გადარდებთ ჩვენი იქ ყოფნა? – ანდრია ჯაღმაიძე `ოცნების` წინასაარჩევნო კამპანიაში იერარქების მონაწილეობაზე

30 სექტემბერი, 2020 , 17:05

თუ ასეთი ცუდები ვართ, რატომ გადარდებთ ჩვენი იქ ყოფნა? – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა,

ჩვენი ტერიტორიებითა და სიწმინდეებით პოლიტიკური თამაშის უფლება არავის აქვს - გიორგი ვაშაძე

30 სექტემბერი, 2020 , 17:05

წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაცამ საკუთარი სამშობლოს ინტერესები გაყიდა? დამბრალებელსაც უნდა ვაგებინოთ პასუხი, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, – ასე ეხმაურება დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის გუშინდელ გ

კალენდარს რომ დავხედავთ, პირველი კითხვა ჩნდება - რატომ ახლა, თუ ეს ინფორმაცია არსებობდა? - ეკა ბესელია

30 სექტემბერი, 2020 , 15:25

მმართველ გუნდს გააზრებული არ აქვს, რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამას მეზობელთან ურთიერთობის თვალსაზრისით და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან ს

დავით გარეჯის თემა პოლიტიკური ქულების დასაწერად არცერთმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს - ფიქრია ჩიხრაძე

30 სექტემბერი, 2020 , 15:25

„დიდ იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეულ დოკუმენტებს ვიღაც პოლიტიკური ქულების დასაწერად არ იყენებს და რეგიონში ისედაც გართულებულ მდგომარეობას უფრო არ გაართულებს,“-ამის შესახებ „ლელოს“ სამგორის მაჟორიტარი

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია 29 სექტემბრის ღამეს მარნეულში განვითარებული მოვლენები - თამარ ჟვანია

30 სექტემბერი, 2020 , 14:20

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია 29 სექტემბრის ღამეს მარნეულში განვითარებული მოვლენები და დაპირისპირება საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის“, - ამის შესახებ საარჩევნო კომისიის თავჯდომარე თამარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე