უკან

ეკონომიკა

7 დეკემბერი, 2018 16:40
font-size

ბიუჯეტის საბოლოო ვერსია არსებულ მოთხოვნებს პასუხობს -ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,5%-ით, ინფლაცია - 3%-ით, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი - 2,6%-ით განისაზღვრა. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, იზრდება 422 მლნ ლარით და 12 მლრდ 863.8 მლნ ლარს აღწევს, ხოლო გადასახდელები 13 მლრდ 90 მლნ ლარით განისაზღვრა (2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 630.5 მლნ ლარით მეტი).

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში მთავრობამ პარლამენტის წევრების შენიშვნები გაითვალისწინა.

„კანონპროექტი პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც წარმოდგენილი იყო. 2019 წელს 13 მილიარდ 90 მილიონი ლარი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია ჩვენი ქვეყნისათვის, ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ გვქონია, რაც მართლაც დასაფასებელია და მას ჩვენი ხელისუფლების პირობებში მივაღწიეთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, პრემიერის ინიციტივით, მომავალ წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 144 ათასი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას მიიღებს, ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის.

„განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური სფეროებზე 5 მილიარდ 562 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც მთლიანი ფუნქციონალური კლასიფიკაციით გათვალისწინებული თანხების 47,2%-ს შეადგენს “, -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის - დოლარი - 2.7470 ლარი, ევრო - 3.0643, ფუნტი - 3.4997

20 მაისი, 2019 , 17:53

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7470 ლარი ეღირება, ევრო – 3.0643, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4997 ლარი. დღეს, 20 მაისს ე

როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ორი დაბრკოლებაა, შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო - კრისტინ ლაგარდი

20 მაისი, 2019 , 16:20

როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ორი დაბრკოლებაა, შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში

III და IV კატეგორიის საწარმოებს 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პირველად უწევთ ფინანსური ანგარიშგების შედგენა - „ნექსია თიეი“

18 მაისი, 2019 , 14:35

“ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპანიები ბრუნვის, აქტივებისა და დასაქმებულების რაოდენობის მიხედვით ოთხ კატეგორიად დაიყო, ხოლო 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ფინან

ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა - ნათია თურნავა

18 მაისი, 2019 , 11:25

"ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა. ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ, პირველ რიგში, სიღარიბის დასაძლევად. ამისთვის გვაქვს სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელზც პრემიერ-მინისტრი

ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს - ნათია თურნავა

18 მაისი, 2019 , 11:05

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ერთი მხრივ, ვართ სააინვესტიციო პოლიტიკის შემმუშავებლები და კოორდინატორები, მეორე მხრივ კი, სერვისების მიმწოდებლები ბიზნესისთვის. ამ მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს საკმაოდ დ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის - დოლარი - 2.7424 ლარი, ევრო - 3.0630, ფუნტი - 3.4979

17 მაისი, 2019 , 17:12

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7424 ლარი ეღირება, ევრო – 3.0630, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4979 ლარი. დღეს, 16 მაისს ე