უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 სექტემბერი, 2017 13:55
font-size

ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2017 წლის საშემოდგომო სესიის 6 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოცამდე საკითხი. მათ შორის დაჩქარებული წესით განიხილება კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ხდება ვეტერინარიის მაგისტრის ტერმინის განმარტება, აგრეთვე განიმარტება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ვეტერინარის სერტიფიკატი და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. წესრიგდება ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული რეგულაციები, აგრეთვე შესაბამის მუხლებში აისახება აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი საკითხები - სასწავლო გრანტის მიღების, ეროვნული გამოცდების, საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების საკითხები.

პარლამენტის წევრის ოთარ დანელიას განმარტებით კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა გამოწვეულია ამ სფეროში მიმდინარე რეფორმის გამო.

დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, კანონპროექტს „საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, ასევე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტს.


პარლამენტი მოისმენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს ასევე პარლამენტის საპროცედურო საქმეთა და წესების კომიტეტის მიერ 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიშს.

ბიურომ განიხილა საორგანიზაციო საკითხები.

საკვანძო სიტყვები:

გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

7 აპრილი, 2020 , 15:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალ

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

6 აპრილი, 2020 , 19:56

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ონლაინ-შეხვედრაზე კოვიდ19

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`