უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 დეკემბერი, 2016 14:10
font-size

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მესამე კვარტალში გაიზარდა

საქსტატის ცნობით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,9%-ით გაიზარდა და 15,5 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის მესამე კვარტალში მისი მოცულობა 8,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15,8%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2016 წლის მესამე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 79,9% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 10,2% - საშუალო, ხოლო 9,9% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 79,3%, საშუალოზე - 10,9%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 9,8%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში 11,1 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,1%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 6,8 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,6 %-ით მეტი ).

დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 606,0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,6%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,8% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 23,5% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 568,2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 4,1%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1738,5 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9,8 %-ით მეტი ).

2016 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1012,5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 51,4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 739,0ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 40,9 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1160,7 ლარი, საშუალო ბიზნესი – 915,6 ლარი, მცირე ბიზნესი – 576,6 ლარი.

2016 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47,2% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა - 12,1%-იანი წილით. შემდეგ მოდის მშენებლობა - 10,2%-იანი წილით და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 9,4%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 21,2% - სხვა დარგებზე ნაწილდება.

2016 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21,2%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა მშენებლობა (20,5%) და ვაჭრობა (16,9%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 12,8%-იანი წილით, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 8,3%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 20,3 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2016 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით), დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,7%, 14,1% და 10,5%-იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების (10,4%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (10,1%), აგრეთვე უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დარგის საწარმოებზეც (9,8%).

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 71.1%, აჭარის ა.რ. – 8.0%, ქვემო ქართლი – 5.2%, იმერეთი – 4.7%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.1%.

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 66.8%, აჭარის ა.რ. – 9.0%,

ქვემო ქართლი – 6.3%, იმერეთი – 4.6%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8%.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდე ნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი – 64.8%, აჭარის ა.რ. – 9.5%, იმერეთი – 7.0%, ქვემო ქართლი – 5.6%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6%.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი