უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 თებერვალი, 2020 12:05
font-size

„ბიზნესგარემო უარესდება - ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება მკვეთრად იზრდება“

2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 220 049 010 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 70 462 819 ლარით არის გაზრდილი.

„თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე ამბობს, რომ ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ზრდა გარდა იმისა, რომ მოსახლეობის გაღარიბებაზე მიუთითებს, ბიზნეს-გარემოს გაუარესებასაც ნიშნავს.

„ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მკვეთრ ზრდაზე, რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. ქვეყანაში ეკონომიკა არ იზრდება და ამას მსოფლიო ბანკის 2019 წლის ოქტომბრის მონაცემებიც მიუთითებს, რადგან რეგიონში ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. რაც იზრდება იმასაც ინფლაცია ჭამს, რომელიც 2019 წელს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო. ამის გამო ქვეყანაში ბევრი რამ გაჩერდა, მათ შორის წარმოებაც შემცირდა, რადგან მოსახლეობის შემოსავლებმა იკლო. შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც, რომელიც ასევე უარყოფითად აისახა ბიზნესგარემოზე, რომელიც საგრძნობლად გაუარესდა, რაც ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მკვეთრ ზრდაშიც აისახა. ის, რომ ბიზნესს ძალიან უჭირს სტატისტიკური მონაცემებიც მიანიშნებს, ბოლო წლების განმავლობაში 54 000-ით შემცირდა არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ანუ გამოდის, რომ ბიზნესი სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის და ვერ ვითარდება, პირიქით ის ლიკვიდაციისკენ მიდის“, - განმარტავს ანა გოგოლაძე.

მისივე თქმით, დარეგისტრირებული ბიზნე სუბიექტების ნახევარზე მეტი საპენსიო ფონდში გადამხდელად არ არის დარეგისტრირებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიების უმეტესობა არ მუშაობს.

„აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2012 წელს საქმეები რაც აღსრულებაში იყო შესული 150 000 საქმით გაიზარდა და დღეს უკვე 270 000 საქმეზე მეტია. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირების მიერ ვერ ხდება აღებული ვალდებულებების შესრულება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, დაახლოებით 170 000 ბიზნესსუბიექტი არის რეგისტრირებული, მაგრამ თუ გადავხედავთ საპენსიო სააგენტოს მონაცემებს, 2020 წლის 1 იანვრისთვის მხოლოდ 64 000 ბიზნეს სუბიექტი იყო დარეგისტრირებული საპენსიო ფონდში ანუ გადამხდელია, გამოდის რომ ქვეყანაში ბიზნესი არ მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ოთხიდან ერთი საქართველოს მოქალაქე ვალაუვალია, ამას მაღალი მიგრაციაც და გადმორიცხული თანხების ზრდაც მიანიშნებს, აღებული ვალდებულებების დაფარვას ხალხი მიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით ცდილობს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გაჩერებულია“, - აღნიშნავს ანა გოგოლაძე.

ეკონომიკის განვითარების დაბალ ტემპს და ბიზნესის განწყობის გაუარესებას უკავშირებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ვადაგადაცილებული სესხების და ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ზრდას.

„ბანკში დაახლოებით 100 000 ახალი ადამიანი არის რეგისტრირებული, რომლებიც რისკის ქვეშ დგანან და ბანკის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს ვერ იხდიან. გარდა ამისა, დასაკუთრებული ქონების რაოდენობაც გაიზარდა, ეს ორი ინფორმაცია მიუთითებს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არის პრობლემა და ადამიანი ხდება უუნარო გაუმკლავდეს ვალდებულებებს. ეს პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის განვითარების ტემპს და ბიზნესის განწყობას. ნებისმიერი საერთაშორისო კვლევა გვეუბნება, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპები არის ძალიან მცირე, ასევე ვხედავთ, რომ ბიზნესის სტაბილურობის კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა, კორუფციის და ქრთამის აღების ინდექსში 3-ჯერ გაუარესდა ჩვენი პოზიცია, ეს უკვე ნიშნავს რომ ბიზნესი ამ ხელისუფლებას ნდობას აღარ უცხადებს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ბიზნეს-გარემოს გაუარესება იწვევს ადამიანების კიდევ უფრო გაღარიბებას, რაც ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობის და შემდეგ უკვე ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ზრდას იწვევს“, - აცხადებს ირაკლი ყიფიანი.

ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც მიიჩნევს, რომ ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მკვეთრი ზრდა ნიშნავს, რომ ბიზნესგარემო უარესდება და მეწარმეებს სესხის გადახდა გაუჭირდათ.

„სავარაუდოდ მეწარმეებს გასულ წელს გაუჭირდათ და ვეღარ გადაიხადეს სესხები, ეს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო, იმიტომ რომ ლარის გაუფასურებამ სერიოზული ზეგავლენა მოახდინა ინფლაციაზე, რამაც ფასები გაზარდა და ბიზნესმენებს სესხების გადახდა გაუძნელდათ. ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ დასაკუთრებული ქონების რაოდენობა გაიზარდა, გამოდის ან ამოიღეს ეს სესხები ან წლის ბოლოს ჩამოწერეს, შესაბამისად, ვინც ვერ იხდიდა ქონება წაართვეს და დასაკუთრებული ქონებაც გაიზარდა. გარდა ამისა, გასული წელს მონეტარული პოლიტიკა 9%-ზე იყო, ასეთი მაღალი კი არასდროს გვქონია. თუ მეწარმეებს ბანკში ქონება ჩადებული ჰქონდათ და თუ ადრე რეინვესტირების შანსი უფრო დიდი იყო, გასულ წელს რეგულაციების გამო ეს შანსები სერიოზულად შეეზღუდათ და გაუძვირდათ, მონეტარული პოლიტიკის და მაღალი ინფლაციის გამო“, - განმარტავს მერაბ ჯანიაშვილი.

ნინო თამაზაშვილი

„კომერსანტი“

პროგნოზის თანახმად, COVID-19 -ის გამო საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება

9 აპრილი, 2020 , 12:20

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის გაზაფხულის გამოცემის თანახმად, COVID-19-ის (კორონავირუსის) პანდემიის ზემოქმედების შესარბილებლად უმნიშვნელოვანესია

ADB-ის პრეზიდენტმა და გიორგი გახარიამ კოვიდ-19-ის საპასუხო დახმარების პაკეტი განიხილეს

9 აპრილი, 2020 , 11:50

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის წინააღმდეგ ADB-ის მხარდამჭერი პაკეტის შესახებ ი

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან

8 აპრილი, 2020 , 18:36

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახა

ეროვნული ბანკმა ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის ანგარიშის წარდგენის ვადა გაახანგრძლივა

8 აპრილი, 2020 , 17:05

COVID-19 ვირუსის გავრცელების შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გახანგრძლივდება. შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები აუდ

კომპანიების საქმიანობის გაგრძელებისთვის საჭირო გადამოწმების პროცესი გეგმაზომიერად, წარმატებით მიმდინარეობს - ნათია თურნავა

8 აპრილი, 2020 , 15:50

„გეგმაზომიერად და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ბიზნესის ახალ წესებთან ადაპტაციის პროცესი - 6 და 7 აპრილის განმავლობაში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს უწყებების გაერთიანებული ძალებით მთელი საქართველოს მასშტა

ჩვენ დავეხმარებით და გვერდში დავუდგებთ არა რომელიმე კომპანიას, არამედ ადგილობრივი წარმოების განვითარებას - ნათია თურნავა

8 აპრილი, 2020 , 15:50

მთავრობამ გადაწყვიტა, დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს არა მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტულ კომპანიას, არამედ შაქრის ადგილობრივ წარმოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`