უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 სექტემბერი, 2018 12:20
font-size

ბიზნესი დარეკეტებულია და დაშინებული - რომან გოცირიძე

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე თამბაქოსა და ნავთობპროდუქტების ბიზნესის მხრიდან მმართველი პარტიის დაფინანსებაზე, ე.წ. შავ ფულსა და კორიფციაზე საუბრობს:

"არაერთხელ დაგვიცავს სიგარეტის საერთაშორისო კომპანიები მთავრობის ზეწოლისაგან, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებების გამო. არ არიან ღირსნი. თურმე ყოველი გაყიდული ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრს იხდიან შავი ფულის სახით ქართული ოცნების პარტიულ ყულაბაში. უნდა ეცნობოს ეს ფაქტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის იმ წევრებს, რომლებმაც ასევე გამოხატეს მათ მიმართ მხარდაჭერა საქართველოში მათი შევიწროების გამო.

დადის ხმები, რომ ასევე ფარულად აფინანსებენ სახელისუფლებო პარტიას ნავთობპროდუქტების იმპორტიერები. სანაცვლოდ მთავრობა ხმას არ იღებს მათ კარტელურ გარიგებაზე ფასებთან დაკავშირებით. ანტიმონოპოლიური სამსახური( კონკურენციის სააგენტო) ფაქტობრივად მკვდარია.
”ოცნებას” ბიზნესი მოსახლეობიდან ამოღებული ფულით აფინანსებს, რადგან ეს ხარჯები შემდეგ ფასებში აისახება.

დიდძალი ფული მიედინება ქართული ოცნების პარტიულ ყულაბაში გაზის სექტორიდანააც.
ფაქტობრივად ყველა კომპანია, რომელიც მსხვილ სახელმწიფო( პირველ რიგში ინფრასტრუქტურულ) ტენდერებს იგებს, ასევე დონორია მმართველი პარტიის.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

ბიზნესი დარეკეტებულია და დაშინებული.

ბიზნესი ვერ ბედავს ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას.

თუნდაც ამის გამო არ არის საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამართლიანი.

არაა ეს პრობლემა მხოლოდ პარტიების მოსაგვარებელი. სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბიზნესმაც უნდა გაინაწილოს. რთულია, სარისკო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.

და კიდევ ერთი: ბიზნესმენები პარლამენტში არის პოლიტიკური კორუფციის ნაირსახეობა. რაც ნაკლები იქნებიან, მით უფრო ჯანსაღი იქნება პოლიტიკური სპექტრი." - დაწერა რომან გოცირიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული - მამუკა ბახტაძე პურის ფასის ზრდაზე

10 დეკემბერი, 2018 , 15:30

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული. ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ თუ რა ხდება ამ მიმართულებით. „

შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? - ნინო კალანდაძე

8 დეკემბერი, 2018 , 16:10

„ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა“, - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე. „შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც

შემოსავლების სამსახური არ არის პოლიტიკური უწყება და მისი მიდგომა კომპანიისადმი კონსტრუქციული უნდა იყოს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე „ომეგა ჯგუფზე“

7 დეკემბერი, 2018 , 20:29

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა „ომეგა ჯგუფისადმი“ ხელოვნური ბარიერების შექმნას გამორიცხავს. ამის შესახებ 1tv.ge წერს. მისი თქმით, შემოსავლების სამსახური არ არის პოლიტიკური უწყება და მისი

ნაციონალური მოძრაობა 2012 წლიდან ბოიკოტის რეჟიმშია - ბექა დავითულიანი

7 დეკემბერი, 2018 , 18:12

თბილისი საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმ

ჩვენი “სისხლიანი” რეჟიმის დროს ქარხანა ამუშავდა და ბიძინას პირობებში მეტალურგიული ქარხანა იხურება? -გია ბარამიძე

7 დეკემბერი, 2018 , 17:45

რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის დახურვასთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ბარამიძე აფიქსირებს. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში დეგრადაცია და უკუსვლა გრძელ

ჩვენ ვაფრთხილებდით სახელმწიფოს, რომ დადგებოდა ამ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნა - ნინო ლომჯარია

7 დეკემბერი, 2018 , 17:10

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ევროპის საბჭოს კომიტეტის მიერ ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განაჩენების ეჭვქვეშ დაყენებას ეხმაურება. ნინო ლომჯარიას განცხადებით, რაც მინისტრთა კომიტეტმა თქვა ვანო მერაბიშვილის საქ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`