უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 ოქტომბერი, 2018 14:30
font-size

ბიზნესი საუბრობს სასამართლოში ხარვეზებზე, არბიტრაჟის დაფუძნება კი ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა - ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ კონფერენაციაში “არბიტრაჟის დღეები 2018”-ში მიიღო მონაწოლეობა და დელეგატებს სიტყვით მიმართა.

“ბოლო პერიოდში შემცირებულია საქმეების განხილვის დრო, მაგრამ გამოწვევად რჩება ბიზნეს დავების სპეციფიკაში სასამართლოს სპეციალიზაცია“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, მთავარი შენიშვნა, რომელიც დღეს კერძო სექტორს აქვს არის სასამართლოს სპეციალიზაციასთან და სასამართლო დავებთან დაკავშირებული პრობლემები.

“ბიზნესი საუბრობს სასამართლოში ხარვეზებზე, არბიტრაჟის დაფუძნება კი ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა. ბიზნესის შენიშვნები ეხება საქმეების განხილვის გაჭიანურებას და სიღრმისეულ შესწავლას რიგი საკითხებისას, რომელიც ბიზნეს დავების სპეციფიკას უკავშირდება. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ახალი რეფორმა, რომელიც იქნება დაკავშირებული კომპეტენციების ზრდასთან, ახალი საარბიტრაჟო პლატფორმების შექმნასთან - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით ბიზნეს ეძლევა კიდევ ერთი სივრცე, სადაც შეძლებს საკუთარი ინტერესების დაცვას. მისასალმებელია, რომ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დელეგაციაა ევროკავშირიდან. ისინი საკუთარ გამოცდილებაზე მოყვებიან და გაფორმდება მემორანდუმი ვენის არბიტრაჟთან. ასევე, ძალინ მნიშვნელოვანი სიახლეა მემორანდუმი პარიზის საარბიტრაჟო სასამრთლოსთან, რომელიც დეკემბერში გაფორმდება. ეს არის ერთერთი მართლაც ძალიან ავტორიტეტული პლატფორმა მთელს მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ მისი წარმომადგენლობა იქნება საქართველოში. აღნიშნული პლატფორმების გამოყენებით საქართველოს აქვს შესაძლებლობა რეგიონში იქცეს ბიზნესისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დავების განმხილველ ცენტრად.” - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

თბილისის არბიტრაჟის დღეები საერთაშორისო არბიტრაჟის ყველაზე დიდი ყოველწლიური ფორუმია ჩვენს რეგიონში, რომელიც ინფორმაციის გაცვლას და მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისახავს მიზნად.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმათეა წულუკიანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

„არბიტრაჟის დღეები 2018“-ის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) და ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (VIAC) თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმართება.

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 ივლისი, 2020 , 14:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 7 ივლისს,

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 ივლისი, 2020 , 14:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 7 ივლისს, ფინა

საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა

7 ივლისი, 2020 , 12:39

საქართველოს ბანკმა InnovFin SME Guarantee (InnovFin) პროგრამის  ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან („EIB ჯგუფი“) 60 მილიონი  ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. InnovFi

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე