უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

6 ოქტომბერი, 2021 11:13
font-size

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდება და სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს - კახა კალაძე

თბილისის მერიამ პანდემიის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, არაერთი ღონისძიება შეიმუშავა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდება და სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს.

„შევიმუშავეთ ბიზნესის მხარდამჭერი რიგი ღონისძიებები. კერძოდ, მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს გავათავისუფლებთ 2021-2022 წლებში გადასახდელი საიჯარო გადასახადისგან. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შედეგად მათი ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, საიჯარო ვადების კორექტირებას ვთავაზობთ ორი წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი წესით, ორი წლით გავუხანგრძლივებთ საიჯარო ვადებს. ასევე, იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში გაუვიდათ ან გასდით საიჯარო ხელშეკრულების ვადა მუნიციპალიტეტთან ან მუნიციპალურ საწარმოებთან, შევთავაზებთ ამ საიჯარო უფლების ორი წლით აღდგენას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტურისტული ობიექტები გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლისგან.

„ამავე პერიოდში, საიჯარო ხელშეკრულების გადასახადის პირგასამტეხლოების ჩამოწერა მოხდება. ტურისტული ობიექტები – რესტორნები, სასტუმროები და სხვები, ერთჯერადად გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლისგან. პანდემიის შედეგად, მნიშვნელოვნად დაზარალდა ეკონომიკური სექტორი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი. მათ უკან უამრავი ოჯახი და ადამიანი დგას. ამიტომ, მნიშვნელოვანია მათი მხარდასაჭერი ღონისძიებების გაგრძელება. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა პროექტის სახით უკვე გაგზავნილია თბილისის საკრებულოში და იმედი მაქვს საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერის. ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი