უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 დეკემბერი, 2018 16:00
font-size

ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევა აუცილებლად მიგვიყვანს თანამედროვე ევროპამდე - ეკატერინე მიქაბაძე

„ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევა ის მიმართულებაა, რომელიც საქართველოს აუცილებლად მიიყვანს თანამედროვე ევროპამდე, ეს არის გზა მდგრადი განვითარებისკენ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების კონკურსის Meliora დაჯილდოებაზე.

ეკატერინე მიქაბაძემ სადაზღვევო კომპანიის „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენელს გადასცა ჯილდო „კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის ბაზარზე“ კომპანიის მიერ განხორციელებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, „საბოლოო ჯამში, მოგებული დარჩება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანია და იქ დასაქმებული ადამიანები, არამედ მთლიანად ქვეყანაც და მისი ბიზნეს გარემო იქნება კიდევ უფრო მიმზიდველი პოტენციური ინვესტორებისთვის, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების კონკურსის Meliora 2018 წელს დაარსდა. მისი ორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, რომელმაც კონკურსი ჩაატარა ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, თბილისის მერიასთან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან, შვედეთის საელჩოსთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების კონკურსის Meliora მხარდაჭერი იყო.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი