უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 დეკემბერი, 2017 14:25
font-size

„ბიზნესისა და ადამიანის უფლებების“ შესახებ სახალხო დამცველმა კვლევა წარადგინა

დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მხარდამჭერით საერთაშორისო კონფერენცია გამართა თემაზე - „ბიზნესი და ადამიანის უფლებები“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე ჩატარებული ეროვნული საბაზისო კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სიდასა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექპერტებთან კონსულტაციით მოამზადა.

კვლევა მოიცავს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის ანალიზს. ამ კვლევის შედეგები დაედო საფუძვლად ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდა. დოკუმენტში ასევე საუბარია შრომით უფლებებზე, გარემოს დაცვის საკითხებზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, პირადი მონაცემების დაცვაზე, მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე, საკუთრების სამართალზე, ზიანის ანაზღაურების მექანიზმების ეფექტურობასა და სხვა საკითხებზე.

პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ კოორდინატორი რუსუდან ტუშური.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

ღირსეული პოლიციელი არის სახელმწიფოს ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთებთ და გავაგრძელებთ - გიორგი გახარია

21 თებერვალი, 2020 , 15:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში, ბათუმში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს, ასევე პატრულ - ინსპექტორ

კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

21 თებერვალი, 2020 , 13:45

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მაროკოს დედაქალაქ რაბათში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „უკეთესი ეკონომიკური მმართველობის ხელშეწყობა და კორუფციის აღმოფხვრის მცდე

ლევან დავითაშვილი მცირე მარნების ხელშემწყობი ახალი პროექტის „ღვინის ხალხი“ პრეზენტაციას დაესწრო

21 თებერვალი, 2020 , 13:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისის ღვინის მუზეუმში, ახალი პროექტის „ღვინის ხალხი“ პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მე

ოთარ ფარცხალაძე მთავაზობდა მეთქვა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ჩვენ დავგეგმეთ, სანაცვლოდ ქვეყანას დამატოვებინებდა - ვანო მერაბიშვილი

21 თებერვალი, 2020 , 11:25

ვანო მერაბიშვილმა გადაცემაში "ღამის მთავარი" ფარცხალაძის მიერ საკნიდან მისი გაყვანის დეტალებზე ისაუბრა. მერაბიშვილის თქმით, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მას სთხოვდა ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დაგეგმვა ეღიარე

დავით ზალკალიანმა იაპონელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა

21 თებერვალი, 2020 , 10:55

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო იაპონიის ეროვნული დღის, იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. საგარეო უწყების ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას

გატაცებული 10 მეზღვაურიდან 4 საქართველოს მოქალაქეა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

20 თებერვალი, 2020 , 21:26

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარ თავდასხმას და გემზე მყოფი საქართველოს 4 მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციას მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაადასტურეს. საზღვა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`