უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

12 სექტემბერი, 2018 13:05
font-size

ბიზნესისთვის პრობლემების შექმნა დანაშაულია - გიორგი მარგველაშვილი

კომპანიის დამფუძნებლები ითხოვენ, რომ ჩვენ გვაქვს წარმოქმნილი ვალი, ამას ვაღიარებთ, უბრალოდ ამის გამო ნუ დაგვახრჩობთ, ნუ დაკეტავთ ბიზნესს, მოგვეცით შესაძლებლობა ეს ვალი გავისტუმროთ რაღაც გრაფიკით და ამაზე პასუხი არის - ტელევიზია დათმეთ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტვ ,,პირველის“ ეთერში ტელეკომოანია ,,იბერიას“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.

მისი თქმით, მძიმეა იმის გააზრება, რომ 2018 წელს კიდევ ერთხელ ქართული საზოგადოება დგება კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტებისა და მედიის დაცვის საჭიროების წინაშე.

,,ეს განმეორებები არის ძალიან მძიმე, რადგან ეს ყოველთვის მიუღებელი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის და ,,იბერიის“ კონკრეტულ შემთხვევაში, თითქოს არაფერს აღარ ვსწავლობთ. თითქოს ის, რითიც დაიწყო წინა ხელისუფლების მმართველობა, რაც დაიწყო ,,იბერიით“ და მერე გაგრძელდება ,,იმედით“ და რამაც მთელი საზოგადოება გააერთიანა ამ სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, რომ მოდი ვინმე გავაჩუმოთ, ამასთან ბრძოლა ასეთი ფორმით კიდევ ერთხელ რომ გვიწევს, ამიტომაა მძიმე.

ეს რომ იყოს პირველი შემთხვევა, შეიძლება ბევრი კითხვის ნიშანი გაჩენილიყო, მაგრამ სამწუხაროდ 2018 წლით არ იწყება ეს თემა“, - აცხადებს ქვეყნის პირველი პირი.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში არ უნდა იყოს ისეთი ვითარება, რომ პრეზიდენტს უხდებოდეს მედიის დაცვა.

,,როდესაც მე ვესაუბრებოდი ,,იბერიის“ წარმომადგენლებს, მიკვირდა, რომ რატომ უნდა შევდიოდეთ ამ მდინარეში კიდევ ერთხელ, სადაც ლაპარაკი არის იმის შესახებ, რომ მათ მიმართ არის მოთხოვნა იყვნენ უფრო ლოიალურები და თუ ლოიალურობა არ იქნება, მოხდეს ტელევიზიის დათმობა, თუ ტელევიზიის დათმობა არ იქნება, იქნება სირთულეები ბიზნესში და ასე შემდეგ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ძალიან დიდი ღირებულებაა თავისუფალი სიტყვა და თავისთავად დიდი ღირებულებაა ბიზნესი.

,,ბიზნესისთვის პრობლემების შექმნა ასევე დანაშაულია, რადგან ბიზნესი არის იმ ადამიანების ოჯახის შემოსავალი, ვინც ამ ბიზნესში მუშაობს. მე ვსაუბრობ არა იმდენად მფლობელებზე, არამედ რიგით მოქალაქეებზე, რომლებსაც ამ გაჭირვებაში, როდესაც დასაქმება ასეთი პრობლემაა, ქართულ ბიზნესს პრობლემა ექმნება და ეს არა უშავს?! „ - განაცხადა პრეზიდენტმა.

არ ვიცი სამინისტროში ვიქნები, თუ სახლში - თეა წულუკიანი

24 თებერვალი, 2020 , 17:15

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ არ იცის, საარჩევნოდ იქნება თუ არა სიაში.  „რომ გითხრათ სიმართლე, მაინც არ დაიჯერებთ, რადგან მედია არ არის ორიენტირებული სიმართლეზე, ყველა მედიას არ ეხება, ბოდიშს ვ

არავის დანდობა არ იქნება - ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი, 2020 , 16:55

100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების საქმეზე დაჭერილია 55 ადამიანი, 11 არის ძებნაში, არის უამრავი ქონება უძრავი და მოძრავი დაყადაღებული, აღძრულია 34 სისხლის სამართლის საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ფინან

ის, რომ თამბაქო ძვირდება, არ შეესაბამება სიმართლეს - ვანო მაჭავარიანი

24 თებერვალი, 2020 , 16:45

მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება.დარწმუნებული ვარ, ამ ვადას კიდევ გადავწევთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა, გავრცელებული ინფორმაცის - 1 კოლოფი სიგარეტის ფასის 15 ლარამდე

უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დამესხა - სალომე სამადაშვილი

22 თებერვალი, 2020 , 15:55

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. „საღამოს, როგორც ხშირად, ჩემი სახლის წინ მთავარი არხის ჟურნა

როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია - გიორგი გახარია

21 თებერვალი, 2020 , 17:20

ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს, -

არანაირი დაპირისპირება არაა ჩემსა და გიორგი გახარიას შორის - ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი, 2020 , 15:50

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არაა და თავადაც ეთანხმება პრემიერის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის ქმედებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`