ბიზნესკლიმატზე საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება
30.07.2012 17:13
ხვალ სასტუმრო „თბილისი მარიოტში" გაიმართება ახალი ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც საბანკო და საგადასახადო სფეროში განხორციელებული ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზს მოიცავს.
როგორც `მედიანიუსს~ ფონდ `ღია საზოგადოება საქართველოდან~ აცნობეს, ანგარიშში მიმოხილულია 2011 წლის ბოლოს და 2012 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საბანკო, საგადასახადო და მათთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორის ფუნქციონირებაზე და საბანკო ინსტიტუტების საქმიანობაზე. ანალიზი განახორციელა ანალიტიკური ცენტრის „ეკონომეტრის" წარმომადგენელმა რევაზ საყევარიშვილმა, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საბანკო, საფინანსო და სადაზღვევო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.


















