უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 აგვისტო, 2016 18:50
font-size

ბიზნესმენები მზად არიან აჭარაშიც, თბილისშიც ჩადონ ფული, მაგრამ სანაცვლოდ მათ სჭირდებათ სტაბილური პოლიტიკური მთავრობის დანახვა

„ჩვენი მთავარი ამოცანაა - შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც საზოგადოებას კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანების გუნდს გააცნობს“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აჭარაში, სატელევიზიო პოლიტიკურ ტოქ-შოუში - „პირისპირ“ განაცხადა.

ირაკლი ალასანიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარები ის ადამიანები არიან, რომლებიც პარტიას დაარსების დღიდან გვერდში უდგანან და აჭარას წინსვლასა და სიკეთეს მოუტანენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა - შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც საზოგადოებას კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანების გუნდს გააცნობს. სწორედ ეს გუნდი იქნება ალტერნატივა დღევანდელი ხელისფლების, რომელმაც პრაქტიკულად გააჩერა ქვეყნის განვითარება გადაწყვეტილებების მიღების უუნარობით და იმ ოთხი წლის წინანდელი მმართველობის. ჩვენ შევიტანეთ ჩვენი წვლილი 2012 წლის არჩევნებში და როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით - ვაკეთებდით საქმეს თავდაცვის სამინისტროშო, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ როდესაც დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ საკუთარ ინტერსებს მოარგო ძველი სასამართლოს კონტროლი, ხელისუფლებიდან წამოვედით და ერთი-ერთი შავი ლაქა, რომელიც აქვს ამ ხელისუფლებას, ეს არის ხუთი უდანაშაულო ადამიანის ყოფნა ციხეში და ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანიობის აღდგენა სწორედ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ ხაზგასმით ისაუბრა თავისი გუნდის ხედვაზე სოფლის მეურნეობის განვითარების და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით.

„გასულ წელს ვიყავი ჩასული სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც ბიზნეს-სკოლაში სწორედ საქართველოს განვითარების გეგმაზე ვმუშაობდი, იქ შევხდი ბიზნესმენებს, რომლებიც მზად არიან აჭარაშიც, თბილისშიც ჩადონ ფული, მაგრამ სანაცვლოდ მათ სჭირდებათ სტაბილური პოლიტიკური მთავრობის დანახვა. ბიზნეზმენს, რომელსაც სურვილი აქვს ფული ჩადოს, ეფექტური ეკონომიკის მინისტრი და ძლიერი ინვესტიციების სააგენტო სჭირდება“. პარტიის ლიდერის აზრით, დღეს მინისტრები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ერთ ადამიანთან, ბიძინა ივანიშვილთან, ამიტომ გამოსავალს, პირველ რიგში, პოლიტიკური სისტემის შეცვლაში ხედავს.

„ჩვენ ვიყავით ჩასული ისრაელშიც და გავეცანით ისრაელის სოფლის მეურნეობის სისტემა. დღეს საფუძვლიანად არ არის შესწავლილი ჩვენი სოფლის მეურნეობა, არ ვიცით - რა კულტურა რომელ რეგიონში და რა ნიადაგზე უნდა განვავითაროთ და რა მოთხოვნებია შიდა ბაზარზე, რომელიც საკმაოდ დაუცველია. ამის გამოსწორებას კი სჭირდება კომპეტენტური მთავრობა. როდესაც ჩვენი მოსავალი მოდის და პროდუქცია ბაზრისთვის მზად არის, უნდა შევზღუდოთ იმ პროდუქციის შემოსვლის ზრდა, რომელიც პრაქტიკულად კლავს ჩვენს პროდუქციას შიდა ბაზრისთვის. სწორედ ამ შიდა ბაზრის განვითარებასა და გამდიდრებას უნდა დაეხმაროს მთავრობა, ამისთვის კი საჭიროა თავდაცვა, ამის გარეშე ინვესტიცია არ მოდის, რადგან ეკონომიკას დაცული ქვეყანა სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი