უკან

რეგიონები

12 მარტი, 2019 22:37
font-size

ბიზნესმენი ბათუმის მერსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს

კომპანია ''დექსტერ დეველოპმენტის“ დამფუძნებელი ბათუმის მერსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი ლევან კანთელაძე აცხადებს, რომ 2016 წელს ნინოშვილის 25 ნომერში ბარაკული ტიპის სახლების ნაცვლად მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა უნდა დაეწყო, რისთვისაც კა-2 კოეფიციენტის გაზრდაზე მაშინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უშუამდგომლა.

„ბარაკების ადგილზე, ბაბილონ თაუერის წინ, უნდა აგვეშენებინა ეს სახლი. ვაპირებდით სანაოსნოს შენობაზე მიშენებული ლოჯების ჩამოშლას, მოსახლეობის დაკმაყოფილებას და ჭაბუა ამირეჯიბის სახლის მოწესრიგებასაც, გვყავდა ესპანელი ინვესტორი და „საქართველოს ბანკიდან“ გამოვიტანეთ სესხიც ამ პროექტის განხორციელებისთვის, გავიარეთ ყველა ინსტანცია და 2016 წელს მოგვანიჭეს კოეფიციენტი.

პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ცხრა თვის შემდეგ შევიდა, სააგენტომ თანხმობა მოგვცა, თუმცა შემდეგ მერიამ განაცხადა უარი პროექტის განხორციელებაზე“, – აცხადებს ლევან კანთელაძე.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ შექმნილი პრობლემების გამო უცხოელი პარტნიორი წავიდა საქართველოდან, აღებულ სესხზე კი პროცენტს ახლაც იხდის.

„ლაშა კომახიძესაც შევხვდი. მან მითხრა, რომ ეს სახლი არ უნდა აშენდეს. როცა მიზეზი ვკითხე, არგუმენტირებული პასუხი ვერ გამცა. არ უნდა აშენდესო და მორჩა… შემდეგ ვთხოვეთ ადგილმონაცვლეობა და შემოგვთავაზეს მიწა ბაგრატიონის ქუჩაზე. ჩვენ ამაზეც თანახმა ვიყავით, თუმცა შემდეგ ამაზეც უარი გვითხრა კომახიძემ“.

ბიზნესმენის თქმით, ლაშა კომახიძემ მას განუცხადა, რომ ეს საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის, თორნიკე რიჟვაძესთვის უნდა შეეთანხმებინა.

„არავითარი ჩანაცვლება არ მოხდება, რადგან მაგ მიწაზე (ბაგრატიონის ქუჩა) თორნიკე რიჟვაძეს ჰყავს სხვა ინვესტორი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე თქვენო.

შემდეგ მითხრეს, რომ შევხვედროდი რიჟვაძეს, მაგრამ არ შევხვდი. რატომ უნდა შევხვდე მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძეს? ხვალ სხვამ რომ დამიბაროს, იმასაც უნდა შევხვდე?“ – ამბობს კანთელაძე.

„ზეწოლას განვიცდი პირადად ლაშა კომახიძისგან და თორნიკე რიჟვაძესგან იმიტომ, რომ თორნიკე რიჟვაძე ახორციელებს, ლაშა კომახიძეს მეშვეობით, მიზანმიმართულად ჩვენს ჩაძირვას.

ერთადერთი მიმართვა მინდა გავაკეთო ბატონ პრემიერზე, ღია წერილით უნდა მივმართო, რომ მიაქციონ აჭარას ყურადღება. აქ კანონი არ არის, არანაირი კანონი არ არის, არავის არაფრის გაკეთება არ უნდა და ჩემნაირი ათასია, მაგრამ მე უფლება არ მაქვს, ვიღაცეების სახელები და გვარები დავასახელო,“ - განაცხადა ლევან კანთელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან კანთელაძე ის ბიზნესმენია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ დაუთმო.

ლევან ხაბეიშვილი გია დანელიას: ეს არის კრიმინალი, ეს უნდა იყოს ციხეში

19 მაისი, 2019 , 09:40

კახათის #35 -ე საარჩევნო უბანთან, სიტუაციის გასაკონტროლებლად "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის გია დანელიას მისვლა ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. დანელია იმ სკანდა

“მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” - ბორჯომში მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

18 მაისი, 2019 , 14:35

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი - “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ისეთ საკი

ჭიათურის ცენტრში კარავი გაშალეს - მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

18 მაისი, 2019 , 12:25

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში 15 მაღაროელი მეორე დღეა, შიმშილობს. გაფიცული მაღაროელები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. შრომითი უსაფრთ

ხვალ ფოთის თეატრში პრემიერა გაიმართება

18 მაისი, 2019 , 11:40

19 მაისს, 20 საათზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი ცნობილი თურქი დრამატურგის, აზიზ ნესინის კომედიას - „მომ

სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

18 მაისი, 2019 , 11:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. სააგენტოში აქტიურად ემზადებიან ზაფხულის ეკოტურისტული სეზონისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათაფ

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

17 მაისი, 2019 , 17:35

ჭიათურის თეატრში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების, თითქმის სამსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კომპანიის მენეჯმენტმა და გაფიცულმა მაღაროელებმა შეთანხმებას ვერ მიაღწ