უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 ივლისი, 2019 14:20
font-size

ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორ წევრს - 15-15, ხოლო ორ წევრს 14 და 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბიზნესმენ ამირან დეკანოსიძის შვილის გატაცების საქმეზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორ წევრს - 15-15, ხოლო ორ წევრს 14 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ბრალდებული, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ნასამართლევმა მ.ე.-მ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ნასამართლევმა და ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.მ.-მ, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა თ.კ.-მ, გ.ჩ.-მ და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა ა.დ.-სგან დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მისაღებად, 2018 წლის 11 ოქტომბერს, მისი შვილი - გ.დ., მძევლად ჩაგდების მიზნით, მოტყუებით მიიყვანეს ქ.თბილისში, მუხიანის დასახლებაში სპეციალურად ნაქირავებ ბინაში, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აღუკვეთეს თავისუფლება. მოგვიანებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მძევლად აყვანილი გ.დ. წინასწარ სპეციალურად ნაქირავები „ტოიოტას“ მარკის „ვიტსის“ მოდელის ავტომანქანით, იძულებით გადაიყვანეს წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში მდებარე სახლში, სადაც ხელბორკილით დააბეს საწოლზე, აუკრძალეს გარე სამყაროსთან კონტაქტი და არ მისცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის შემდეგ ორგანიზებული ჯგუფის წევრები გატაცებულის მამას - ა.დ.-ს დაუკავშირდნენ და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვეს 3 000 000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გ.დ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ,”-აღნიშნულია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აღნიშნული დანაშაული 2018 წლის 18 ოქტომბერს აღკვეთეს, მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დააკავეს და მძევლად აყვანილი გ.დ. გაათავისუფლეს.

„მ.ე.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, „ვ“, „ი“ და III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება არაერთგზის, ანგარებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო თ.კ.-ს, მ.მ.-ს და გ.ჩ.-ს 144-ე მუხლის II ნაწილის „ვ“, „ი“ და III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება ანგარებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ. ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ე.-ს და თ.კ.-ს 15-15 წლით, მ.მ.-ს - 14 წლით, ხოლო გ.ჩ.-ს - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ” -აცხადებენ პროკურატურაში.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი