უკან
სამართალი
24 აგვისტო, 2016 09:55
ბიზნესმენ მინდია გულუაზე თავდასხმა განხორციელდა - მისი მდგომარეობა მძიმეა
რუსეთის ქალაქ კრასნოდარში უცნობი პირი ქართველ ბიზნესმენს, მინდია გულუას თავს დაესხა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ქართველი ბიზნესმენი დაჭრა.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში თავდამსხმელმა საკუთარი ავტომობილი დაწვა და სხვა მანქანაში გადაჯდა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.
გულუა ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.