უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 დეკემბერი, 2018 11:35
font-size

ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს მიმართავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი არ გავრცელდეს ლიზინგის გამცემი სუბიექტის საქმიანობაზე

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს სალიზინგო კომპანიების ასოციაციამ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მომართეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით (რეგ. №07-2/249/9; თარიღი: 13.09.2018).

ასოციაციებს შენიშვნები აქვთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ლიზინგის გამცემი სუბიექტის საქმიანობაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მოთხოვნები.

კერძოდ, საქართველოს სალიზინგო კომპანიების ასოციაციის მოსაზრებით, ლიზინგის ხელშეკრულებაში საპროცენტო სარგებლის ცალკე მითითების აუცილებლობა და საჭიროება არ გამომდინარეობს ამავე კოდექსით განსაზღვრული სალიზინგო ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმების კონტექსტიდან. ამდენად, მიზანშეწონილია, ცვლილების განხილვისას გათვალისწინებული იქნას ლიზინგის ურთიერთობის არსი და მისი სპეციფიკა.

,,ამასთანავე, საქართველოს სალიზინგო კომპანიების ასოციაციის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დაწესებული ეროვნულ ვალუტაში გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ოდენობის - 100 000 ლარიანი ლიმიტის 200 000 ლარამდე გაზრდა, რომელიც გავრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე, უარყოფით გავლენას მოახდენს ლიზინგის, როგორც დამოუკიდებელი პროდუქტის არსებობაზე ქართულ ბაზარზე.

ასოციაციების მოსაზრებით, მიზანშეწონილია ლიმიტის გაზრდა მოხდეს მხოლოდ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით, ვინაიდან სალიზინგო კომპანიებისთვის ფულადი რესურსების მოძიება გაცილებით რთული პროცესია, ვიდრე ბანკისთვის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის. მათ რესურსის მოძიება უწევთ იგივენაირად, როგორც ამას აკეთებს ნებისმიერი ბიზნესი, ანუ ბანკიდან სესხის აღებით. ამ ლიმიტის გაზრდით სალიზინგო კომპანიებს მოუწევთ დამატებითი ლარის სესხება, რაც მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა შესაძლებელი და ძვირია, ვიდრე სხვა ვალუტაში მიღებული სესხები. საბოლოოდ, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს პორთფელის შემცირებას, მომხმარებლისათვის საოპერაციო ხარჯების ზრდას, ხოლო სალიზინგო კომპანიებს გაუზრდის სავალუტო რისკს.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი იზიარებს ასოციაციების მიერ დასმული საკითხების მნიშვნელობასა და მათი მხარდაჭერის საჭიროებას. შესაბამისად, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დაგეგმილი ცვლილებების ამ სახით ამოქმედება არსებით გავლენას მოახდენს საფინანსო-საკრედიტო მომსახურებით დაკავებული კომპანიების მდგომარეობაზე და მიზანშეწონილია, აღნიშნული საკითხების განსხვავებულად მოწესრიგება“, - ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 ივლისი, 2020 , 14:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 7 ივლისს,

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 ივლისი, 2020 , 14:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 7 ივლისს, ფინა

საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა

7 ივლისი, 2020 , 12:39

საქართველოს ბანკმა InnovFin SME Guarantee (InnovFin) პროგრამის  ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან („EIB ჯგუფი“) 60 მილიონი  ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. InnovFi

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე