უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან და საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან და საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორნადუმების გაფორმების მიზანი მხარეებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და საქართველოში აღნიშნული ასოციაციების წევრი კომპანიების ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობაა.
მემორანდუმი წარმოადგენს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მექანიზმს ბიზნეს საქმიანობის პროცესში გაერთიანების წევრი კომპანიების მოთხოვნების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად გადაჭრის მიზნით. ამასთან, მემორანდუმის მიხედვით, მხარეები საქართველოში ბიზნესის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით ითანამშრომლებენ და ბიზნეს გარემოს გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას.
„დღეს გავაფორმეთ მემორანდუმები საქართველოში მოქმედ კიდევ ორ ბიზნეს გაერთიანებასთან - საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან და საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციასთან, ამით ოფიციალური სახე მივეცით ჩვენ თანამშრომლობას. გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში ჩვენ პერიოდულობით გვექნება შეხვედრები, რომლის დროსაც იდენტიფიცირდება ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც აღნიშნული გაერთიანებების წევრ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის წარმოების პროცესში აწუხებთ და აპარატი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულად ჩაერთვება მათ მხარდასაჭერად. მსგავსი თანამშრომლობის ფორმატები ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური კომპანიების საქმიანობის ხელშესაწყობად საქართველოში“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მემორანდუმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ირაკლი ლექვინაძე გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის და პოლონურ–ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ბიზნესომბუდსმენის ოფისის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუმრებმა მათთვის აქტუალური საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი გაიმართა
7 დეკემბერი, 2019 , 13:20
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა
7 დეკემბერი, 2019 , 11:15
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
7 დეკემბერი, 2019 , 11:10

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა
6 დეკემბერი, 2019 , 18:38
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
6 დეკემბერი, 2019 , 17:30
პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
6 დეკემბერი, 2019 , 17:05