უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მარტი, 2020 12:10
font-size

ბიზნესომბუდსმენის აპარატთან კოორდინაციით, კომპანიებმა საქველმოქმედო აქციები დაიწყეს

ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, გიორგი სახოკიამ და ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, ლელა აქიაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან კორპორატიული სოციალური პასუხისმგებელობის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს. ამის შესახებ „მედიანიუსს” ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენის აპარატში შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც გროვდება ინფორმაცია კომპანიების მხრიდან კოვიდ-19 ვირუსთან ბრძოლაში გამოყოფილი რესურსების შესახებ. კერძო სექტორთან კოორდინაციის შედეგად კი - აღნიშნული რესურსები ყველაზე კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

შეხვედრაზე კომპანიებმა „აი-სი ჯგუფმა“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „JTI კავკასიამ“, „IDS ბორჯომი საქართველომ“ და სუპერმაკეტების ქსელმა „მაგნიტმა“ გამოხატეს მზადყოფნა ჩაერთონ კოვიდ-19 ვირუსის წინაშე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაში და სოციალურად დაუცველი და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები საჭირო პროდუქტებით მოამარაგონ.

კომპანია „აი-სი ჯგუფი“, „JTI კავკასია“ და „IDS ბორჯომი საქართველო“ საკვები პროდუქტებით, პირველადი მოხმარების საგენებითა და მედიკამენტებით სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან. კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებს საკუთარი პროდუქციით ამარაგებს.

მიხეილ დაუშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ საჭიროებებზე ისაუბრა, რაზეც შესაძლოა StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხები გაიხარჯოს.

„დღეს გქვონდა შეხვედრა სხვადასხვა სექტორის ბიზნესის წარმომადგენელთან. აღნიშნული კომპანიები ჩართულები არიან კოვიდ-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახორციელებენ სოლიდარულ აქტივობებს საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დასახმარებლად. ასევე, არიან StopCoV ფონდის კონტრიბუტორები. დღეის მდგომარეობით ფონდში 16 მილიონ ლარამდეა აკუმულირებული და ეს თანხა ჩვენი მოქალაქეების ყველაზე კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

თბილისის მასშტაბით, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიაში უკვე ჩაერთნენ კომპანია „არქი“ და „ვისოლ ჯგუფი“.

30-31 მაისს თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება

25 მაისი, 2020 , 17:45

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს, პირველად, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1916 ლარი გახდა

25 მაისი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1916 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში გამოიდარებს და დათბება

25 მაისი, 2020 , 17:35

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. „27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა- ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართვ

სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები ოთხი თვიდან სამ თვემდე შემცირდება

25 მაისი, 2020 , 17:31

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით 36-ე დადგენილებაში ცვლილებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები ოთხი თვიდან სამ თვემდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმა

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ

25 მაისი, 2020 , 17:24

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის გახსნას და მუშაობის უფლებას ითხოვენ. მოვაჭრეების თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა და ბაზრობის დაკეტვამ ისინი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დატოვა. ერთერთი ვერსიით, ელია

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ

25 მაისი, 2020 , 17:14

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ, - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფ