უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 თებერვალი, 2018 16:04
font-size

ბიზნესომბუდსმენის რანგში ირაკლი ლექვინაძე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს პირველად შეხვდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს პირველად შეხვდა. ღონისძიებაზე პალატის საბჭოს წევრი ბიზნეს-ასოციაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

შეხვედრის პირველ ნაწილში ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა, ასევე, განმარტა საქმიანობის მთავარი პრინციპები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ბიზნესის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენს პრობლემატური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

“დღეს ჩვენ ბიზნესომბუდსმენის აპარატი ვიწყებთ შეხვედრებს ბიზნესსექტორთან. პირველი შეხვედრა გავმართეთ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრ ბიზნეს-ასოციაციებთან, რომელშიც ერთიანდებიან როგორც სექტორული, ისე რეგიონალური ბიზნეს-ასოციაციები და, ასევე, მისი წევრი ბიზნეს-კომპანიები. ეს შეხვედრები გაგრძელდება, როგორც მსხვილ, ასევე, მცირე ბიზნეს-გაერთიანებებთან. ჩვენ შემდეგ კვირაში შევხვდებით საკონსულტაციო და იურიდიულ კომპანიებს, რომლებიც ბიზნესთან აქტიურად მუშაობენ და ძალიან კარგად იციან პრობლემატიკა. აგრეთვე, შევხვდებით ბიზნესის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგანაც ყველა ინფორმაცია ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ამ შეხვედრების ფარგლებში გამოვყოფთ პრიორიტეტებს და მივიტანთ კონკრეტულ საკითხებს შესაბამის ადმინისტრაციულ უწყებებამდე,”- აღნიშნა ახლადდანიშნულმა ბიზნესომბუდსმენმა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა კი, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საჯარო-კერძო სექტორების დიალოგის პლატფორმის მნიშვნელობას. მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მცირე, საშუალო და რეგიონული ბიზნეს-სექტორებისათვის.

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2018 წლის 25 იანვარს, მთავრობის სხდომაზე დანიშნა. მანამდე, ირაკლი ლექვინაძე დავით ნარმანიას მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ახალი ბიზნესომბუდსმენი პროფესიით ეკონომისტია. არის ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოწვევით ღონისძიებას ბიზნეს-სექტორის 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

უახლოეს დღეებში ირაკლი ლექვინაძე შეხვედრებს იურიდიულ და საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე, ბიზნესის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან გეგმავს. ბიზნესომბუდსმენი როგორც მსხვილ, ასევე, მცირე სექტორულ და რეგიონულ ბიზნესგაერთიანებებსაც შეხვდება.

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 ივლისი, 2020 , 14:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 7 ივლისს,

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 ივლისი, 2020 , 14:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 7 ივლისს, ფინა

საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა

7 ივლისი, 2020 , 12:39

საქართველოს ბანკმა InnovFin SME Guarantee (InnovFin) პროგრამის  ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან („EIB ჯგუფი“) 60 მილიონი  ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. InnovFi

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე