უახლესი ამბები
- 01.03.2021 19:05მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა - შარლ მიშელი
- 01.03.2021 17:35შარლ მიშელს შევთავაზე, რომ პროცესი მედიაციიდან მოდერატორობაში გადავიდეს - მამუკა ხაზარაძე
- 01.03.2021 17:35კობა გვენეტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს შეხვდა
- 01.03.2021 17:30გარდაბანში აფეთქების შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა
- 01.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3268 ლარი გახდა
- 01.03.2021 17:15ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
- 01.03.2021 17:15ჩვენ კომპრომისის სახით ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე - გიორგი ვაშაძე
- 01.03.2021 17:00ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ - შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს - თამარ გაბუნია
- 01.03.2021 17:00ევროკავშირი განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს - სალომე სამადაშვილი
- 01.03.2021 16:32სიტუაცია ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი მეთქვა ადგილობრივებისთვის, რომ მარტო არ არიან - შარლ მიშელი
არქივი
საზოგადოება


ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და მოლები ის სექტორია, რომელსაც ჩვენ ყველაზე პირველებს ვხსნით. ეს ორმა გარემოებამ განაპირობა: პირველი - წინასაახალწლო დღეებში ჩვენ დავაკვირდით და მათ საკმაოდ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ თავადაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სავაჭრო ქსელებმა ორ მილიონამდე ადამიანი გაატარეს, ამის გამო ჩვენ ეპიდაფეთქება არ გვქონია. მეორე გარემოება ის არის, რომ ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანების პირველად საჭიროებას, თუნდაც არასასურსათო ვაჭრობა, აქედან გამომდინარე, ეს ბიზნესი რიგში პირველია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და პროფილური ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ნათია თურნავამ შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობისა და სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელებთან კონსტრუქციულად და პოზიტიურად შეაფასა.
„ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რა რეჟიმში გაიხსნებიან. ჩვენი მხრიდანაც იქნება კიდევ დამატებით დახმარება. თუმცა, ჯერჯერობით კვლავაც დარჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა და შემდეგ ყველა ერთად დავაკვირდებით ე.წ. დადებითობის მაჩვენებელს,“ - აღნიშნა მინისტრმა.
„ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები იმის გარანტიაა, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ ისევ არ მოგვიწევს რომელიმე სფეროს დაკეტვა - მაღაზიის, მოლის, ბაზრობის და სხვ. ყველას სურს, რომ მაღაზიების საქმიანობა იმავე რეჟიმში აღდგეს, რაც იყო პანდემიამდე, მაგრამ ეს ელემენტარული მიზეზის გამო შეუძლებელია იმიტომ, რომ პანდემია ჯერ არ დამარცხებულა,“ - განაცხადა მინისტრმა.
კობა გვენეტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს შეხვდა
1 მარტი, 2021 , 17:35

გარდაბანში აფეთქების შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა
1 მარტი, 2021 , 17:30

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3268 ლარი გახდა
1 მარტი, 2021 , 17:15

ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ - შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს - თამარ გაბუნია
1 მარტი, 2021 , 17:00

ძველი ვაგონცისტერნა აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო - საქართველოს რკინიგზა
1 მარტი, 2021 , 16:15

საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად
1 მარტი, 2021 , 16:15