უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ეკონომიკა
ბიზნესს მთავრობა დაეხმარება 12.05.2012 10:15

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ რომელიმე ბიზნესმენი იტყვის, რომ კონკრეტულ ადგილზე რაიმე წარმოებას განავითარებს და ხალხს დაასაქმებს, მთავრობა დაეხმარება ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა გზების მიყვანა, დამატებითი დენის ხაზები, წყალგაყვანილობა და ა.შ.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოება "მერკური 2012"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,მსოფლიო ბანკთან ერთად ახალი პრაქტიკა შემოვიღეთ, რომლის მეშვეობით ბიზნესს ვაძლევთ საშუალებას, თვითონ მოგვცეს შეკვეთა. ჩვენ ამას გავაკეთებთ უკვე თქვენი დაკვეთით. ამ ყველაფერს სჭირდება ბიზნესის განვითარების რაღაც დონე, რომ ბიზნესი თავად მიხვდეს, რა არის მისთვის უკეთესი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ვაშენებთ სახელმწიფო დაკვეთით, უფრო ჩქარა და უფრო იაფად ვაშენებთ, ვიდრე თქვენ, ბიზნესმენები. ეს არ მეტყველებს კარგად არც ჩვენზე, როგორც სახელმწიფოზე და აჩვენებს იმასაც, რომ ბიზნესს აქვს ბევრი სისუტე ამ მიმართულებით. მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია", - განაცხადა სააკაშვილმა.