უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 აგვისტო, 2019 13:30
font-size

ბლოკჩეინ სისტემა ხელს შეუწყობს განათლების ხარისხისა და პროცესების გაუმჯობესებას - მიხეილ ბატიაშვილი

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, განათლების სფეროში ბლოკჩეინ სისტემის დანერგვის პროექტი ხორციელდება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-ს (IOHK) ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და პროექტის დეტალები განიხილა.

„დაახლოებით ერთი თვის წინ ხელი მოვაწერეთ ტექნოლოგიების სფეროში ამერიკულ წამყვან კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ მემორანდუმს, რაც გულისხმობს განათლების მიმართულებით ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვას. დღეს გვსტუმრობდნენ ამერიკელი ექსპერტები, ამ სფეროს სპეციალისტები „კარდანო ჯგუფიდან“, რომლებიც ჩვენს ქართველ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად მუშაობენ და სექტემბერში უკვე წარმოადგენენ კონკრეტულ სისტემას. სისტემა გულისხმობს სკოლის, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების დიპლომებისა და სახელმწიფო სერთიფიკატების გადაყვანას ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. ა

ქტიურად მიდის თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე დავასრულებთ სამუშაოებს, შესაბამისად, მთელი განათლების სისტემის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე გადაყვანა სრულად განხორციელდება. ეს არის მაღალტექნოლოგიური და ყველაზე დაცული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში განათლების ხარისხისა და პროცესების გაუმჯობესებას - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 17 ივნისს გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ბლოკჩეინ სისტემაში ინტეგრირების პროექტი.

პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობით ახორციელებს, გულისხმობს სკოლის ატესტატის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების დიპლომების ბლოკჩეინ სისტემაში რეგისტრაციას. სპეციალური QR-კოდის მეშვეობით მომხმარებელი ადვილად შეძლებს პოტენციური დამსაქმებელისთვის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და დადასტურებას. ინფორმაცია თავმოყრილი იქნება ერთიან სისტემაში, რომელშიც გარანტირებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება. აღნიშნული პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე განხორციელდება, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის პროცესში და „ციფრულ სამყაროსთან" დაახლოებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ამგვარად, ქართული განათლების სისტემა მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე გადადის.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს - ომბუდსმენი

22 ნოემბერი, 2019 , 17:00

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ამის

ხელისუფლებას აქვს ინტერესი, შეცვალოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა -„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

22 ნოემბერი, 2019 , 16:50

აჭარის ტელევიზიაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას აქვს ინტერესი, შეცვალოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აჭარის ორგანიზაციის წევ

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

22 ნოემბერი, 2019 , 10:50

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამ

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენის ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

22 ნოემბერი, 2019 , 10:50

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენის Agro/Food/Drink/Tech/Expo 2019 ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლი

თბილისის შემოგარენსა და რამდენიმე რეგიონში მოთოვა

22 ნოემბერი, 2019 , 10:50

საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისის შემოგარენში თოვლი მოვიდა. დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე, კოჯორში, ტაბახმელაში, ბეთანიასა და წყნეთში გზის სავალი ნაწილის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილი

’’ევროპული საქართველოს’’ პარტიის წევრები და მხარდამჭერები მაჟორიტარულ ოლქებს დააბოქლომებენ

22 ნოემბერი, 2019 , 10:17

22 ნოემბერს, ’’ევროპული საქართველოს’’ პარტიის წევრები და მხარდამჭერები მაჟორიტარულ ოლქებს დააბოქლომებენ. 09:00 საათზე - არჩილ თალაკვაძის ოლქი, ოზურგეთი, ქალაქის მერიის შენობა, მერაბ კოსტავას#1. სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`