უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ავტორევიუ
„BMW“ და „Toyota“ ერთობლივ სპორტქარს შექმნიან 01.07.2012 17:30

კომპანიები: „BMW“ და „Toyota“ ერთობლივ სპორტქარს შექმნიან. მათ ხელი უკვე მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, ავტომწარმოებლები ოთხი მიმართულებით ითანამშრომლებენ. მათ შორისაა საწვავის ელემენტებსა და ელექტრობაზე მომუშავე ძალისმიერი დანადგარებისა და მომავალი სპორტქარის არქიტექტურისა და კომპონენტების ერთობლივად შექმნა.

გასული წლის დეკემბერში ამ კომპანიებმა თანამშრომლობის კიდევ ერთ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მის თანახმად, 2 წლის შემდეგ გერმანელები „ტოიოტის“ ევროპული განყოფილებისათვის დიზელის ოთხცილინდრიანი, 1,6 და 2–ლიტრიანი ძრავების მიწოდებას დაიწყებენ. იაპონელებმა, თავის მხრივ, თავიანთ ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე „BMW“–ს ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყონ.

2012 წლის მარტში „BMW“ და „Toyota“ ლითო–იონური ბატარეების სფეროში ერთობლივი კვლევების ჩატარებაზე შეთანხმდნენ, რის საფუძველზეც ამ ტიპის ახალი თაობის აკუმულატორების შექმნა იგეგმება. გარდა ამისა, ორივე კომპანია კათოდების, ანოდებისა და ელექტროლიტების ახალი მასალების ძიებით დაკავდება.