უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ავტორევიუ
„BMW“–მ „Mitsubishi“–ს მისი ნიდერლანდური ქარხნით სარგებლობა სთხოვა 01.07.2012 17:33

კომპანია „BMW“–მ კომპანია „Mitsubishi“–ს მისი ქარხნით სარგებლობა სთხოვა, –– იუწყება “Automotive News“. კერძოდ, გერმანულმა კომპანიამ იაპონურთან მოლაპარაკებები ნიდერლანდებში მდებარე ქარხანა „NedCar–ში საკუთარი ავტომანქანების აწყობაზე დაიწყო. „BMW“ იქ ავტომობილ „MINI–ს გამოშვებას აპირებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი მოდელების იქნება ისინი, რა რაოდენობის ინვესტიცია განხორციელდება, რა მოცულობისა იქნება წარმოება და როდის დაიწყება მანქანების აწყობა.

მიმდინარე წლის თებერვალში „Mitsubishi Motors“–მა განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, 2012 წლის ბოლომდე ნიდერლანდებში საკუთარი ავტომანქანების აწყობას შეწყვეტს, რომელიც ამ მარკის ერთადერთი საწარმოა დასავლეთ ევროპაში. კომპანიას ასეთი გადაწყვეტილების მიღება რეგიონში გაყიდვის მკვეთრმა შეწყვეტამ აიძულა. ამ დროისათვის „NedCar–ში ჰეტჩბეკი „Colt“ და კროსოვერი „Outlander“ იწყობა.

2013 წლიდან „Mitsubishi“–ს მანქანებს ევროპულ ბაზარს იაპონიიდან და ტაილანდიდან მიაწვდიან. ამ დროისათვის ნიდერლანდის ქარხანაზე კომპანიის საერთო წარმოების სულ 5 პროცენტი მოდის. საწარმო წელიწადში 50 000 მანქანას უშვებს.