უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ავტორევიუ
„BMW“ საკუთარ ეკო–მოდელებს ინტერნეტის მეშვეობით გაყიდის 29.07.2012 14:39

კომპანია „BMW“ საკუთარ ეკო–მოდელებს ინტერნეტის მეშვეობით გაყიდის. ბავარიული მარკის წარმომადგენელთა განცხადებით, ონლაინ–გაყიდვა იმ მომხმარებლებისთვის არის გამიზნული, რომლებიც ამა თუ იმ ნივთის შეძენას ძირითადად ინტერნეტით დაეჩვივნენ. თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუ როგორ განხორციელდება კლიენტების, დილერებისა და საიტის ურთიერთქმედება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს პროცედურები დამუშავების ეტაპზეა. გარდა ონლაინ–ავტოსალონისა, „BMW I”-ს სახეობის ავტომობილებს დილერების შეზღუდული რაოდენობა გაყიდის. ამ დროისათვის ავტომწარმოებელმა გერმანიაში არსებული 200 ავტოცენტრიდან 45 ამოირჩია, რომლებიც „ი3“-სა „ი8“-ზე შეკვეთებს მიიღებენ. ამგვარი ურთიერთობა სხვა ქვეყნებშიც შენარჩუნდება.

წინასწარი ინფორმაციით, კომპაქტური ელექტროქარი „i3“ 2013 წლიდან გაიყიდება. მისი ღირებულება დახლოებით 40 000 ევრო იქნება. ჰიბრიდული სუპერქარი „ი8“–ს დებიუტი კი 2014 წლიდან იგეგმება. მისი ღირებულება 100 000 ევროს გადაჭარბებს.