უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 დეკემბერი, 2017 14:10
font-size

ბოდიშს ველით! დროის ათვლა დაწყებულია - მწერალი პაატა შამუგია ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრ მიმართავს

მწერალი პაატა შამუგია ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს:

„თქვენ ჯერ ერთი კვირაა, მინისტრი ხართ და უკვე მოფუჭდით - თქვენმა სისტემამ იძალადა მთვრალ ადამიანზე და მერე თქვენმავე სისტემამ გამოაქვეყნა მთვრალი ადამიანის დამონტაჟებული, საცოდავად შეკოწიწებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის იგინება. კი, ბატონო, გინება მართლაც რა საჭიროა, პრემიერ მინისტრი რომ არ ხარ! მაგრამ უცნაური ისაა, რომ თქვენც და მთელი თქვენი სისტემა მთელი ეს დღეები ცდილობდით, ნაწამები ადამიანის გინება წარმოგეჩინათ ისეთ რამედ, რაც მის წამებას ლეგიტიმურს ხდიდა.

ეს კარგად დაიმახსოვრეთ: თქვენმა სისტემამ ოთხი საათის განმავლობაში აწამა ადამიანი. მართალია, გაგიმართლათ, რომ არ შემოგაკვდათ და ახალ გირგვლიანად არ გექცათ ეს საქმე, მაგრამ მაინც არ გაგიმართლათ - ეს ნაწამები ადამიანი აღმოჩნდა ზვიად რატიანი - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოეტი საქართველოში. ასე რომ არა, ეს „ქეისიც“ ისე მიიჩქმალებოდა, როგორც არაერთი მიჩქმალულა. ოთხი საათის განმავლობაში ნაჟეჟი ადამიანი რომ შეაგინებდა პოლიციელებს, ეს გაგიკვირდათ? მართლაც ცუდად გქონიათ საქმე, ამის მეტი რესურსი თუ არ გაქვთ - ლამის გული ამიჩუყდეს. დიახ, ჩვენ, მწერლები და პოეტები, ხანდახან ვთვრებით და ხანდახან ვიგინებით კიდეც (მაგალითად, ასე: მოძალადე პოლიციელებო, თქვენი ოჯახები მოვტყან!) და აწი, უფრო ხშირად დავთვრებით და უფრო ხშირად შევაგინებთ მოძალადე გაიშნიკებს.

თქვენ გგონიათ, ამ დამონტაჟებული, შეთითხნილი ვიდეოებით დაგვხევთ უკან და ამით საკუთარ სადისტ თანამშრომლებს „გააპრავებთ“? ცუდად გცნობიათ ქართველი ხალხი და მით უმეტეს, ჩვენი მწერლები. ჩვენ ასეთი რამეები „თამაშად და გვიჩანს მღერად“, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას, შევდივართ ამ ომში. და ამ ომში გამარჯვებული წინასწარ არის ცნობილი (საიდუმლოდ გეტყვით, რომ ეს თქვენ არ ხართ). თუ სამართლიანი რეაგირება არ იქნება, ჩვენ შეურაცხმყოფლად გავაშავებთ თქვენს მოძალადე სისტემას - გავაკეთებთ შარჟებს, სასაცილოდ ავიგდებთ თქვენი სისტემის მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, რომანების და ლექსების პერსონაჟებად გაქცევთ, ქუჩის სტენსილების მთავარ „გმირებად“ გამოვიყვანთ მოძალადე ნაბუშრებს, გავაკეთებთ თქვენთვის ფრიად უსიამოვნო პერფორმანსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთელი დღეა ახალგაზრდა არტისტები უკვე გვთხოვენ ამ ნაბიჯებს. მადლობლები ვართ, ახალი შთაგონება რომ გაგვიხსენით. სანამ ამ საქმეში მონაწილე ერთი მოძალადე „გაიშნიკიც“ კი გარეთ იქნება, მანამ არ მოგცემთ მოსვენებას, არ ამოგასუნთქებთ! მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ შეგიყვანთ ისტორიაში - მართალია, ძალიან კომიკურები და საშვილიშვილოდ დასაცინები გახდებით, მაგრამ, რაც მთავარია, ისტორიაში შეხვალთ, ამას თქვენით ხომ ვერასოდეს მოახერხებდით.

ეს მუქარაა? დიახ, ეს მუქარაა, თქვენ გაქვთ მთელი სისტემა, რომლითაც შეგიძლიათ ადამიანს სცემოთ, მერე ვიდეოები შეუთითხნოთ, მერე ეს ვიდეო ყოვლად სამარცხვინო „შიზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეთერში გააშვებინოთ, გყავდეთ ფეისბუკზე 10 ლარად დაქირავებული ანონიმი ტროლების მთელი არმია და მოძალადე სისტემის ხელის ბიჭები, მაგრამ ჩვენ მოძალადეებს არ ვურიგდებით. არ ვურიგდებოდით წარსულში და არ შევურიგდებით მომავალშიც.

ბატონო გახარიავ, თქვენ ინტერვიუში თქვით, რომ ჩვენთან, თანამედროვე მწერლებთან ერთად გინდოდათ რეფორმის გატარება. თქვენ მართლა ეს გგონიათ რეფორმა? შევარდნაძისდროინდელი რეიდებით რომ დადიხართ, მთვრალ ხალხს რომ აწამებთ და მერე ვიდეოებს უთითხნით - მართლა ეს გგონიათ რეფორმა?! სადისტს პოლიციელებს რომ ხელს აფარებთ, ეგ გგონიათ რეფორმა? და ფიქრობთ, რომ ჩვენ მოვალთ თქვენთან და ამ ყველაფერში ხელს შეგიწყობთ? მგონი, მართლაც ვერ აცნობიერებთ ვითარების სირთულეს.

ჩვენ ვიცით საზოგადოების განწყობა (ეს ჩვენი პროფესიული თვისებაა), ამიტომაც ქართველი მწერლების, პოეტების, მხატვრების, პერფორმერების და ზოგადად, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი გაძლევთ ერთკვირიან ვადას, რომ ბოდიში მოიხადოთ საქვეყნოდ. და ამ ბოდიშს თან უნდა ახლდეს ძალიან მკაფიო მოქმედებები. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, რომ თქვენ დაინახეთ საკუთარი სისტემის დანაშაულებრივი სახე.

ბატონო გახარიავ, შეთითხნილი ვიდეოს გამოქვეყნებით და ამით საკუთარი სადისტი პოლიციელების სახიდან ფურთხის ჩამოწმენდით თქვენ თავი მიიყენეთ კედელთან. ახლა თქვენი გადასაწყვეტია, შემობრუნდებით მაგ კედლიდან, თვალებში ჩაგვხედავთ და ბოდიშს მოიხდით, თუ დარჩებით მანდვე ეგრე აყუდებული სამუდამოდ.

ბოდიშს ველით! დროის ათვლა დაწყებულია.“

წყარო „ლიბერალი“

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0465 ლარი გახდა

3 ივლისი, 2020 , 17:40

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0465 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0463 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მოგზაურობისთვის ორივე მიმართულებით გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააწვები და ყველაფერი შესრულდება -კარლ ჰარცელი

3 ივლისი, 2020 , 17:40

საქართველო 15-დან ერთ-ერთ ქვეყნად დასახელდა, ეს არის უსაფრთხოების სია, ეს არის აღიარება იმ წარმატებისა, რასაც მიაღწია ქვეყანამ, რომელიც ჯანდაცვის კრიზისის მოგვარებაზე არის ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოში

ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

3 ივლისი, 2020 , 17:40

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში დღეს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილება

შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის

3 ივლისი, 2020 , 16:55

შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ინფორმაცია ახალი წესებისა და ზომების შესახებ, რომელიც 20 ივლისიდან

ამ ფუქსავატობას, რომელსაც თქვენ ეწევით ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი - გიორგი ვაშაძე

3 ივლისი, 2020 , 16:55

„ჩვენ ახლა ფაქტობრივად გაკოტრებულები ვართ. ერთადერთი იმედი, რაც ხალხს ჰქონდა, იყო 1-ელ ივლისს საზღვრების გახსნა და ტურისტების შემოსვლა და ეს იმედიც გახარიამ და მთავრობამ მათ ბოლომდე გაუცრუა“, - ამის შესახებ &

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

3 ივლისი, 2020 , 16:00

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, 06:00 საა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე