უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 დეკემბერი, 2017 11:50
font-size

#ბოიკოტისაზმაუს - მწერლებისა და ცნობილი ადამიანების ნაწილმა ზვიად რატიანის საქმეზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო არხს პროტესტი გამოუცხადა

მწერლების, გამომცემლებისა და სხვა ცნობილი ადამიანების ნაწილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტი გამოუცხადეს. საქმე ეხება პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე არხის მიერ გამოქვეყნებულ შსს-ის ვიდეოს.

„მე, როგორც საზოგადოების ერთი რიგითი წევრი, ბოიკოტს ვუცხადებ ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს! ჟურნალისტებისადმი სიმპათიის მიუხედავად, სანამ ეს ანტისაზოგადოებრივი შანტრაპა გააგრძელებს თავის წამქეზებლურ და სიმულაციურ საქმიანობას, როგორც რესპოდენტი ერთმნიშვნელივნად ვწყვეტ ამ ტელევიზიასთან თანამშრომლობას. ასე არ გამოვა, მეგობრებო, ერთი მხრივ, პოეტის ლექსებს ციტირებდე და მეორე მხრივ, საჯიჯგნად და საგინებლად სწირავდე ამავე ადამიანს! ბოიკოტი ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს!“, - დაწერა მწერალმა და პუბლიცისტმა ლაშა ბუღაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საპროტესტო კამპანიაში ჩაერთო არხის ყოფილი თანამშრომელი, მწერალი რატი ამაღლობელი.

„რამდენიმე წელი ვმუშაობდი საზოგადეობრივ მაუწყებელზე,

ძალიან მიყვარს ის ხალხი, ვისთან ერთადაც ვაკეთებდი სხვადასხვა პროექტს - მაუწყებლის რადიოში; „ხმების ისტორია“, ტელესივრცეში, „ჩემი წიგნი“ და „სიტყვების თამაში“.

დღემდე მაქვს და ვიცი, რომ დიდხანს გამყვება ამ ხალხის სიყვარული და პატივისცემა,

მაგარამ ის, რაც იკადრა მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ზვიად რატიანის ე.წ. ვიდეოს დადებით - აღარ მიტოვებს მორალურ უფლებას, რაიმენაირი სახით ვითანამშრომლო ხსენებულ მედიასაშუალებასთან როგორც რესპოდენტმა, მოწვეულმა სტუმარმა თუ მაყურებელმა. რადგან მათ გაწირეს უდანაშაულო მოქალაქე, შსს-სთან ერთად უკვე სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დაარღვიეს პროფესიული ეთიკის ყველა სტანდარტი, შელახეს მისი რეპუტაცია და ღირსება. ასე რომ მოკლედ და კონკრეტულად ჩემგან #ბოიკოტისაზმაუს, - წერია რატი ამაღლობელის ფეისბუკპოსტში .

ფილოსოფოსმა ირაკლი მაისურაძემ მომხდარის გამო საზმაუ „ბრბოს ტელევიზია“ უწოდა.

#ბოიკოტისაზმაუს, დღეს თქვენ დაამტკიცეთ, რომ საზოგადოებრივი კი არა, ბრბოს ტელევიზია ხართ, „ასავალ-დასავლისა“ და „მარშალპრესისგან“ არ განსხვავდებით. როგორც დღეს 1930-იანი წლების საბჭოთა პრესა განიხილება ადამიანების ფიზიკური და მორალური განადგურების იარაღად, ასევე შევა ზვიად რატიანის დაკავების ვიდეო ჟურნალისტური ზნედაცემულობის ნიმუშად“, - დაწერა მაისურაძემ.

გუშინ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც შსს-მ პოლიციელების მიერ ჩაწერილი აუდიომტკიცებულება წარადგინა, სადაც ისმოდა, როგორ აგინებს პოეტი სამართალდამცველებს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული ვიდეო შსს-სგან ოფიციალურად გამოითხოვა და გაავრცელა.

ვიდეო დამონტაჟებულია და სრულად არ ასახავს დაკავების პროცესს, არც იმას, თუ რამ გააღიზიანა ზვიად რატიანი.

ზვიად რატიანი 24 დეკემბრის ღამეს, საპოლიციო შემოწმების დროს დააკავეს. მას ედავებიან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში, ხოლო თავად პოეტი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.

ამ ინციდენტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

ანა მებურიშვილი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი