პოლიტიკა
ბოკერიას გუნდის წევრები პარტიის დატოვებამდე ყველაფერს გააკეთებენ, რომ ზიანი მიაყენონ ნაციონალურ მოძრაობას-თინათინ ბოკუჩავა
ნაციონალური მოძრაობის წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ე.წ ბოკერიას გუნდის წარმომადგენლები, ვიდრე პარტიას დატოვებენ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენონ ნაციონალურ მოძრაობას.
ამის შეახებ ბოკუჩავამ მედიას, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიიდან ნინო კალნდაძის, ლევან ბეჟაშვილის, პეტრე ცისკარიშვილის, ომარ მეგრელიძის, ნუგზარ წიკლაურისა და ეკა ხერხეულიძის ამოღების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„ბოკერიას გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი აზრით, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, სანამ ისინი გავლენ, სანამ დატოვებენ პარტიას. ერთ-ერთი ხრიკი რაც გამოყენებული იყო ამ მიზნით, სწორედ იყო ადამიანების ამოყრა, რომლებიც მოიაზრებიან, რომ დარჩებოდნენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“,-აღნიშნა ბოკუჩავამ.
მონიკა დავლიანიძე