უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 დეკემბერი, 2019 12:15
font-size

ბოლნისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბოლნისში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხრამზე, სამი მოქალაქე, ასაფეთქებელი ნივთიერებით თევზაობდა. სამართალდამრღვევებს ხელჩანთაში აღმოაჩნდათ ხრამულის სახეობის 14 კგ თევზი და ასაფეთქებელი ნივთიერება, ე.წ. გვარჯილა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს აღნიშნული ნივთები ჩამოართვეს და დალუქეს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნება.

პროკურატურასთან ზვიად კუპრავა დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 13:20

პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა დღეს აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლ

თბილისში ყაჩაღობის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 13:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბ

ნინოწმინდის მერიის განყოფილების უფროსი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 12:30

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწ

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თურქეთის სამი მოქალაქე დააკავა

18 იანვარი, 2020 , 12:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთ

მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 11:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯ

სასამართლომ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი განუხილველად დატოვა

17 იანვარი, 2020 , 16:23

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოსარჩელეების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი, მოპასუხეების ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`