უახლესი ამბები
- 30.04.2025 17:01საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ დანარჩენ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა - ალექსანდრე დარახველიძე
- 30.04.2025 15:55„თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
- 30.04.2025 15:48ღამის სამ საათზე სააკაშვილმა დამირეკა, გვირაბის კედლებზე ლამაზი ფოტოები დავკიდოთო, რომ დამაკავეს, ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი, ე.ი. იმ პერიოდში მისმენდნენ - ირაკლი გედენიძე
- 30.04.2025 15:41გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება
- 30.04.2025 15:35ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას
- 30.04.2025 15:3029 აპრილს ჩხრეკა-ამოღების ჩატარება „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს - საია
- 30.04.2025 15:04„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს
- 30.04.2025 14:23SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება
- 30.04.2025 13:10აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფლებისთვის“ დაფინანსების აღდგენა დაავალა
- 30.04.2025 12:15ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობის მიღწევა, მისმა მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება გაყალბებული არჩევნების შემდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
საზოგადოება

ბოლო 13 წლის განმავლობაში ფორმირებული ქართველების ფსიქოლოგიურ პორტრეტს რომ შეხედავ, სირცხვილის გამო უნდა გაწითლდე - გოჩა მირცხულავა
ბოლო 13 წლის განმავლობაში ფორმირებული ქართველების ფსიქოლოგიურ პორტრეტს რომ შეხედავ, თუ სულ ოდნავ ნამუსი გაქვს, სირცხვილის გამო უნდა გაწითლდე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.
„რამდენმა იცის სერბეთში მიმდინარე პროტესტის მიზეზი - აქ, ჩვენთან - საქართველოში. ამ პროტესტის შედეგი ის გახლავთ, რომ ამ ეტაპზე პრემიერი და მთავრობა გადამდგარია.
მიზეზი კი ის გახლდათ, რომ გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის გამო ბრალი 13 ადამიანს წაუყენეს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა. მაგრამ პროტესტი არ შეწყდა, რადგან ხალხისთვის გასაგები და ნათელია, რომ ასეთი ფაქტები მოხდება ყოველთვის, როდესაც სახელმწიფოში კორუფციაა.
კარგად ვიცი და ვხედავ რომ "აქ" ყველა ჭკვიანია, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ყველა ჭკვიანი ქართველი არ არის გონიერი.
იშვიათად მოიძებნება, თუნდაც განვითარების იმავე საფეხურზე, ან უფრო დაბლა მდგომი სახელმწიფო, მისი მოქალაქეებით (ჩვენთან მცხოვრებნი მეტნი არიან ვიდრე მოქალაქეები, მაგრამ მაინც ამ შესატყვისს გამოვიყენებ სახელმწიფოს თანმხლებად), რომელთა მანიპულირება ისევე ადვილია, როგორც ქართველი ხალხის.
ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვთქვი - ჩვენ ვყალიბდებით როგორც NATION და (თუნდაც სერბეთის მაგალითის გააზრებით) ხშირად ჩემსავე მოსაზრებაში ეჭვი მეპარება.
ვინ ვართ ჩვენ - ხალხი, მოქალაქეები, რომლითაც მანიპულირება შეუძლია ნებისმიერ ხელისუფლებას ფრაზებით - „ეს ყველგან ხდება“, „ტრაგედიას იყენებენ მთავრობის წინააღმდეგ“, „ბუნებას წინ ვერაფერი დაუდგება“, „ჩვენ რა შუაში ვართ, ეს მესამე პირების ტერიტორიაზე მოხდა“... როდესაც ხელისუფლება აქეთ გამუნათებს და გეუბნება, რომ სიკვდილი კანონზომიერებაა და კონსტიტუციის 78-ე მუხლი რა მოსატანია, ყოველდღიურად თავზე გახევს კონსტიტუციის მე-15 მუხლის, 1 პუნქტს, სადაც შავით თეთრზე წერია: სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
ხომ უნდა მიხვდე გონიერი ადამიანი, რომ არანაირი კანონი არ გიცავს, არანაირი კანონქვემდებარე აქტი არ არის შენს მხარეს, როდესაც სიკვდილზე არასოდეს, არავინ არ არის პასუხისმგებელი.
ხომ უნდა მიხვდე, სულ ოდნავ ფიქრისა და განსჯის უნარი გაგაჩნია, მინიმუმ შენც იზიარებ პასუხისმგებლობას როგორც ცუდი მოქალაქე უამრავი დანაშაულის გამო.
ხომ უნდა მიხვდე, რომ შენც ხარ პასუხისმგებელი 2015 წლის თბილისის სტიქიის დროს დაღუპული 19 მოქალაქის წინაშე, რომელთა სიცოცხლის გადარჩენა ან მინიმალური მსხვერპლი, მხოლოდ გზის გადაკეტვით იყო შესაძლებელი.
2017 წელს - ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში დაღუპული 11 ადამიანი - სტატისტიკაა - მხოლოდ სასტუმროს პასუხისმგებლობა და არა ხელისუფლების გულგრილობა, საამშენებლო ნორმების დარღვევის გამო?
2018 წელს, ტყიბულში, მინდელის შახტში 6 მაღაროელის დაღუპვაც არავის პასუხისმგებლობა არ არის?
2019 წელს - დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად რომ 4 ადამიანი დაიღუპა - აქაც არ არის არაფერ შუაში ხელისუფლება და შესაბამისი რეგულაციების დაცვის პირობებში იგივე რამ მოხდებოდა?
2021 წელს ბათუმში, სახლის ნგრევისას - 9 ადამიანის დაღუპვაშიც ვერავინ დაინახა ხომ ხელისუფლების ბრალეულობა.
22 წელს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ჰო, მესმის მამალი „ქოცი“ მიპასუხებს, ეგრე ირანის პრეზიდენტიც დაიღუპაო.
და 2023 წელი? შოვის ტრაგედიის დროს 32 ადამიანის დაღუპვა - სამაშველო საქმიანობა გულგრილობითა და დაგვიანებით - არც ეს არის არავის ბრალი, როგორც თავად ხელისუფლებამ დაადგინა და ამ ტრაგედიის სიმბოლოდ ქცეული „კაცი - თოჯინათი“ ვინმეს ახსოვს დღეს?
2024 წელს, 7 თებერვალს, სოფელ ნერგეეთში მეწყერში რომ 9 ადამიანი დაიღუპა მანდ როგორ არის საქმე - მეწყრული პროცესების არსებობა ხომ იცოდა ხელისუფლებამ - თუმცა მეწყერიც ხომ ყველგან ხდება.
სული მეხუთება და გაგრძელებას აქვს აზრი?
ხვდებით იმას მაინც, რომ ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოში ერთი და იმავე ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია ასეთი განუკითხაობა ხდებოდეს და უფრო მეტიც, არასოდეს არსებობდეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც იტყვის - "მე შემეშალა" და მინიმუმ მის „ჭკვიან“ მაგრამ არაგონიერ მოსახლეობას ნამუსს მოწმენდს.
ახლა კიდევ თუ აქვს ვინმეს კითხვა იმაზე მოსახლეობა რა შუაშია, ან „მე“ პირადად რა შუაში ვარო - ძალიან მოურიდებლად ვეტყვი - დუმილი, სხვისი ჭირის ფენომენი და საბოლოოდ კონფორმიზმი არა მხოლოდ თანამონაწილეობაა თითოეულ სიკვდილში, არამედ პირდაპირ მიზეზი ზემოთ ჩამოთვლილი თუ ვერ ჩამოთვლილი ყველა სიკვდილის.
ეს ქალაქი და სახელმწიფო იმიტომ კი არ არის საშიში, რომ აქ თავისუფლად დადიან მკვლელები, რომლებიც თავხედურად კლავენ ადამიანებს ღია სივრცეებში, არამედ იმიტომ, რომ თითოეულ მკვლელობას ერთი კონკრეტული პირი კი არა, ყველა ერთად ჩადის - ვინც დუმს.
სტიქია კი არ არის პრობლემა, არამედ - „ეს ყველგან ხდება“ და გარდაცვლილების სტატისტიკად ქცევა.
ჰო, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე მგონი ზუსტად წარმოვიდგინე ქართველის სახისმეტყველება სამ ტიპაჟად - მაიმუნად, ფარშავანგად და სირაქლემად. ეს რომ გავიაზრე იმასაც მივხდი, რომ ტყეს თავისი კანონები აქვს, როგორც ჩვენში იტყვიან, მგლური.
შესაბამისად, სერბები იდიოტები არიან - ვიღაც 15 ადამიანის გამო, და იმის გამო, რაც ყველგან შეიძლება მოხდეს მთავრობას უპირისპირდებიან. "ჩვენ" ჭკვიანები ვართ - ძლიერის და გამარჯვებულის მხარეს ვიქნებით მუდამ და კარგად ვიქნებით - ბოლო-ბოლო ყველა სიკვდილის შვილია და სადღაც ვიღაც რომ კვდება, რა ჩვენი საქმეა.
არც ის არის "ჩვენი" საქმე, რომ ხუთჯვრიანი დროშები სახელმწიფო უწყებებზე უკვე ჩვენი ილუზიაა და მანდ „ტრიკოლორი“ ფრიალებს. და მერე რა? - ჯალალედინმა წაიღო ეს ქვეყანა სადმე, თემურ ლენგმა თუ შაჰ-აბასმა? პუტინიც ვერსად წაიღებს! მთავარია, საქართველოს მცხოვრებნი იყვნენ მუცელამოყორილები, იგუგუნონ და გლოვის დღეებშიც კი რესტორნებიდან მრავალჟამიერთან ერთად ომახიანად ისმოდეს - „იძირება გემი მაგრამ, ყველაფერი რიგზეა“... - დაწერა გოჩ მირცხულავამ.
საკვანძო სიტყვები:

„თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
30 აპრილი, 2025 , 15:55
გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება
30 აპრილი, 2025 , 15:41

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას
30 აპრილი, 2025 , 15:35

SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება
30 აპრილი, 2025 , 14:23

ბიზნეს შეთავაზებები სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში
30 აპრილი, 2025 , 10:53
სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით „თოდუას კლინიკა“ განცხადებას ავრცელებს
30 აპრილი, 2025 , 10:43