უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 მაისი, 2018 15:45
font-size

ბოლო 2 კვირაში მოქალაქეების ნარკოტიკული ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში გადაყვანის 48 ფაქტი დაფიქსირდა - გიორგი გახარია

„შსს იძულებული იყო, ეს ნაბიჯები განეხორციელებინა“, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შაბათს გამთენიისას თბილისი კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპარაცია.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო სპეცრაზმის შესვლა კლუბში, თუკი ნარკორეალიზატორები კლუბის გარეთ დააკავეს, გახარიამ უპასუხა, რომ ამის მიზეზი ნარკოტიკულ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებული გამოძახებების მატება გახდა.

„შსს-ს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული, დღეის მდგომარეობით სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის 20 გადაღებული შემთხვევა. ეს ერთი. მეორე, შსს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში ღამის კლუბების არეალიდან 112-ში გამოძახება და შემდგომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში გადაყვანა გაიზარდა ბევრჯერ და მათი რაოდენობა ბოლო 2 კვირის განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ შსს იყო იძულებული, განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“, - თქვა გახარიამ აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არ დასტურდება სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. გახარიას თქმით, „ყველა შსს-ის თანამშრომელი, რომელიც იყო შესული კლუბში, იყო აღჭურვილი სამხრე კამერებით“.

ცნობისთვის, შაბათს გამთენიისას თბილისის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ შეჭრის გამო რუსთაველის გამზირზე 2 დღის განმავლობაში აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობდა. სპეცრაზმის შეჭრის გარდა აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და მოქმედ ნარკოპოლიტიკას.

გუშინ აქციის პარალელურად ნაციონალისტურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს. ისინი ცდილობდნენ პოლიციელთა კორდონის გარღვევას და პარლამენტთან შეკრებილ ხალხამდე შეღწევას. ისინი აგრესიულად იქცეოდნენ. ისმოდა ძალადობრივი შეძახილები აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ შეკრებილთა მისამართით.

14 მაისის შუაღამით, აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. მოლაპარაკებების შემდეგ მან შეკრებილ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და დაშლისკენ მოუწოდა. აქციის ორგანოზატორების თქმით, ისინი ერთი კვირის განმავლობაში ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ორგანიზატორების განმარტებით, თუ მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს, ისინი 19 მაისს კვლავ შეიკრიბებიან პარლამენტის წინ.

2019 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო 89-ე ადგილზეა

22 იანვარი, 2020 , 14:35

2019 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო 89-ე ადგილზეა, ამ პოზიციას ჰონდურასთან ერთად ინაწილებს. შესაბამის კვლევას „ეკონომისტი“ აქვეყნებს. ინდექსი ბრიტანული კომპანია „ეკონომისტ ინტელიჯენს იუნ

ამ ეტაპზე, პარლამენტარის მანდატზე უარს ვამბობ - გიორგი ჩაკვეტაძე

22 იანვარი, 2020 , 13:30

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს. ჩაკვეტაძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელსაც თბილისის საკრებულოსა და პარ

ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე არ ვემხრობი პროპორციულ სისტემას - კახა კალაძე

22 იანვარი, 2020 , 11:40

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ არსებული საარჩევნო სისტემა იდეალურია და "შესაძლებლობა რომ იყოს", 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის კონსტიტუციით გაწერილი პროპორციულ სისტ

“გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო” - აშშ-ს ოთხმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნა

22 იანვარი, 2020 , 11:25

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარის, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის ცნობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცი

საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა ისრაელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს

22 იანვარი, 2020 , 11:00

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტს მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებისას, ისრაელის გავლენებისა და ურთიერთობების გამოყენება სთხოვა, რათა ისრაელმა შეახსენოს მათ, რომ საქართველოს

`საკანში ვიზიტის ვიდეოს გამოქვეყნება წულუკიანის გადაყენების საფუძველია`- არასამთავრობოების განცხადება

21 იანვარი, 2020 , 17:35

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`